Love On – სელენა გომესმა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინა

ეს პირველი სინგლია, რომელიც გომესმა 2024 წელს გამოუშვა.

გასულ კვირას სელენა გომესმა ახალი ტრეკი, Love On დააანონსა, ამჯერად კი ნამუშევარი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად ოფიციალურად გამოქვეყნდა. ეს პირველი სინგლია, რომელიც გომესმა 2024 წელს გამოუშვა. მას წინ უძღოდა 2023 წელს გამოშვებული Single Soon, რომელიც მომღერალმა მის ამჟამინდელ მეგობარ ბიჭთან, ბენი ბლანკოსთან ერთად დაწერა.

ორივე სიმღერა, Love On და Single Soon, სავარაუდოდ, გომესის ახალ ალბომში შევა, რომელიც არტისტს ჯერ ოფიციალურად არ დაუანონსებია. თუმცა, თებერვალში Vanity Fair-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ახალ LP-ზე მუშაობს. “[ალბომის] თემატიკა თავისუფლებაა – ურთიერთობებისგან  თავისუფლება, სიბნელისაგან თავისუფლება.”

ნახეთ მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Love On:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SZA

SZA-ს ახალი სინგლი Saturn

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი სიმღერა – Down გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი