SKAZZ-ის ახალი სიმღერა SAD KHAR

უახლოეს მომავალში ბენდი მსმენელს ახალ ალბომს წარუდგენს, რომლის სახელწოდებაა ISTERIKA.
SKAZZ-ISTERIKA
SKAZZ-ISTERIKA

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული პოსტ-პანკ ბენდი SKAZZ 2021 წელს შეიქმნა, მისი წევრები  კი საბა ვაშაყმაძე (ვოკალი), ნოდო კუპრავა (გიტარა) და ბაქარ გუჯეჯიანი (დრამი) არიან, თუმცა ახალ ალბომზე მუშაობის პროცესში ბენდმა გიტარისტი გიგი სარჯველაძე დაიმატა, რამაც მათი თქმით ბენდის მუსიკა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

21 თებერვალს ბენდმა ახალი სიმღერა, SAD KHAR გამოუშვა, რომელიც მათ მომავალ ალბომ ISTERIKA-ში შევა. ალბომი ბენდის მეგობრის ხსოვნას ეძღვნება, რასაც სიმღერის აღწერაშიც ვკითხულობთ: In memory of Jaba.

SKAZZ
SKAZZ

SKAZZ – საბა ვაშაყმაძე:

„სიმღერა SAD KHAR იმ ალბომში შედის, რომელზეც მუშაობა 2023 წელს დავიწყეთ, ჩვენი მეგობარი ჯაბას გარდაცვალების შემდეგ და ეს სიმღერა, როგორც მთელი ალბომი, მის ხსოვნას მივუძღვენით. სიმღერების ნაწილი დიდი ხნით ადრე გვქონდა დაწერილი და თაროზე შემოდებული, ვაპირებდით რომ, როცა პოსტ-პანკს ცოტა ალტერნატიულ როკს და გრანჟს შევურევდით ეს სიმღერები ალბომის სახით მაშინ გამოგვექვეყნებინა. Ალბომში შესული ორი სიმღერა წლების წინ ჯაბას პირადად მოვასმენინე და მაგრად მოეწონა, თვითონაც ალტერნატიული როკის და გრანჟის მსმენელი იყო, ამიტომ ჩვენს ამ იდეას ყოველთვის გულშემატკივრობდა. როცა წავიდა, გადავწყვიტეთ, ამ ალბომზე  მუშაობა  აქტიურად დაგვეწყო და გავაკეთეთ ჩაწერები, შევამატეთ სხვა სიმღერებიც, ალბომზე მუშაობის პროცესში ჯგუფში ჩვენი მეგობარი, გიტარისტი გიგი სარჯველაძე დავიმატეთ, რამაც  მუშაობის პროცესი ბევრად საინტერესო გახადა. გარდა ამ ალბომისა, მისმა დამატებამ ძველ სიმღერებსაც ახალი სიცოცხლე შესძინა.“

პირველი ტრეკი, SAD KHAR, უკვე გამოვაქვეყნეთ Youtube-ზე და ვაპირებთ, რამდენიმედღიანი ინტერვალით სხვა სიმღერებიც ავტვირთოთ, შემდეგ კი მთელ ალბომს სპოტიფაიზე დავდებთ. ვგეგმავთ ვიდეოებზეც მუშაობას რამდენიმე ახალი სიმღერისთვის. ალბომი მთლიანობაში 10 სიმღერას მოიცავს. 

უახლოეს მომავალში ბენდი ქვეყნის გარეთ ტურნესაც გეგმავს და აპრილის დასაწყისში უკრაინასა და პოლონეთში გამართავენ კონცერტებს:

“2023 წლის ბოლოს უკრაინულმა ბუქინგ კომპანია Pink Hearts-მა ტურნეში მიგვიწვია, რომელიც 2024 წელს, აპრილის დასაწყისში აიღებს სტარტს. ტურნეს ფარგლებში კონცერტებს გავმართავთ უკრაინასა და პოლონეთში. უკრაინაში დავუკრავთ ლვოვში, ოდესაში და კიევში, ხოლო პოლონეთში ერთ კონცერტს გავმართავთ ვარშავაში. მასპინძლები წინასწარ გვამზადებენ ოდესაში მოსალოდნელი საფრთხისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ეს ფაქტი უფრო გვიმძაფრეს იქ ჩასვლის სურვილს. მაისის თვეში კი ვგეგმავთ იტალიაში დაკვრას, ამაზე დეტალურ ინფორმაციას მალე გამოვაქვეყნებთ.“

მოისმინეთ SKAZZ -ის ახალი სიმღერა SAD KHAR:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიონელ მესი საყვარელი სიმღერების სიას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

SZA

SZA-ს ახალი სინგლი Saturn

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი