სტივენ ტაილერი სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან განთავისუფლდა

მოსამართლემ დაადგინა, რომ სავარაუდო ძალადობა არ წარმოშობდა „ფიზიკური დაზიანების სერიოზულ რისკს”, შესაბამისად, მასზე არ გავრცელდა ნიუ-იორკის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლს საქმის ხანდაზმულობის ვადის – 10 წლის გასვლის შემდეგაც შეუძლია ჩივილი.
სტივენ ტაილერი
Amy Sussman/Getty Images

ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ სტივენ ტაილერის მიერ სექსუალური ძალადობის საქმე დახურა. სარჩელი მუსიკოსს 50 წლის წინ თინეიჯერი გოგონაზე ძალადობაში სდებდა ბრალს. თუმცა მოსამართლემ დაადგინა, რომ სავარაუდო მსხვერპლმა ჩივილი დააგვიანა.

ყოფილმა თინეიჯერმა მოდელმა ჯინ ბელინომ მუსიკოსს ნოემბერში უჩივლა. ბელინო ამტკიცებდა, რომ 1975 წლის ზაფხულში მუსიკოსი მას ძალდატანებით კოცნიდა და ერთ დღეში მასზე ორჯერ იძალადა. სარჩელი სასამართლოში ნიუ-იორკის ახალი კანონის ქვეშ შევიდა, რომლის თანახმადაც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლს საქმის ხანდაზმულობის ვადის – 10 წლის გასვლის შემდეგაც შეუძლია ჩივილი.  

თუმცა მოსამართლე ლუის კაპლანის გადაწყვეტილებით, ბელინოს საქმე ახალი კანონის ქვეშ არ მოექცა. მისი თქმით, ახალი კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ მოძალადის ქმედებები წარმოშობს „ფიზიკური დაზიანების სერიოზულ რისკს”, რაც სტივენ ტაილერის სავარაუდო ქმედებებს არ გამოუწვევია. 

„საჩივარი არ ითვალისწინებს, რომ მოძალადის სავარაუდო ქმედებას შეეძლო ფიზიკური ზიანის სერიოზული რისკის წარმოშობა, შესაბამისად, ვერ ჯდება ნიუ-იორკის ახალი კანონის მოთხოვნებში,” – დაწერა მოსამართლემ. 

2022 წლის იანვრიდან ნიუ-იორკის გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვის კანონში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც გაიხსნა დროებითი ფანჯარა, რომლის ფარგლებშიც  გენდერული ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მოძალადეს უჩივლოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დროა გასული ძალადობის შემთხვევიდან. ფანჯარა გახსნილია 2 წლით – 2023 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ მარტამდე. 

ბელინომ 2023 წლის ნოემბერში იჩივლა. მოდელი ამტკიცებდა, რომ მძიმე და სამუდამო ემოციური სტრესი მიიღო აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც ის 17-ის, ხოლო ტაილერი 27 წლის იყო. „ტაილერმა გამოიყენა თავისი ძალა, გავლენა და ცნობილი მუსიკოსის ავტორიტეტი, რათა სექსუალურად ეძალადა მსხვერპლზე,” – წერია სარჩელში.  

ბელინოს მტკიცებით, 1975 წლის ზაფხულში ის და მისი მეგობარი მუსიკოსს მანჰეტენზე შეხვდნენ. იქ კი, მისი თქმით, ტაილერმა ის სატელეფონო ჯიხურში შეიყვანა და მასზე იძალადა. მოდელი ამბობს, რომ იგივე სასტუმროშიც განმეორდა. 

სტივენ ტაილერს სარჩელზე კომენტარი საჯაროდ არ გაუკეთებია, თუმცა მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მუსიკოსი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატები მოსამართლეს საქმის დახურვას სწორედ საქმის ხანდაზმულობის მიზეზით სთხოვდნენ. მათი მტკიცებით, ბელინოს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ნიუ-იორკის ახალი კანონი „სავარაუდო ქმედებაზე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოხდა.”

მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტაილერი ბრალდებისგან გაათავისუფლა, თუმცა აღნიშნა, რომ მომჩივანს შეუძლია სასამართლოში სარჩელის განახლებული ვერსია შეიტანოს. ამ უფლების მოთხოვნისთვის ბელინოს ერთი თვის ვადა მიეცა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არც ერთ მხარეს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. 

აღნიშნული სარჩელი სტივენ ტაილერის წინააღმდეგ ბოლო წლებში უკვე მეორე საქმეა.  2022 წელს მუსიკოსს ჯულია ჰოლკომბმა უჩივლა, რომელიც ამტკიცებს, რომ მუსიკოსი მასზე 1973 წლიდან მოყოლებული სამი წლის განმავლობაში მუდივად ძალადობდა. ჰოლკომბი იმ დროს 16 წლის იყო. ქალი ამტკიცებს, რომ სწორედ ისაა გოგონა, რომელზეც ტაილერი თავის წიგნში Does the Noise in My Head Bother You? Წერს: „თითქმის თინეიჯერი მოვიყვანე ცოლად”.

ჰოლკომბის სარჩელი, რომელიც ლოს ანჯელესში მსგავსი კანონის ქვეშაა შეტანილი, ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. სტივენ ტაილერი ამ ბრალდებასაც უარყოფს.   მისი ადვოკატები კი ამ შემთხვევაშიც სარჩელის ბათილად ცნობას ცდილობენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი სიმღერა – Down გამოუშვა

შემდეგი სტატია

ფარელი მაილი საირუსთან თანამშრომლობას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი