ფარელი მაილი საირუსთან თანამშრომლობას აანონსებს

სიმღერა, სავარაუდო სახელწოდებით Doctor, ლუი ვიტონის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გაჟღერდა.
ფარელ უილიამსი და მაილი საირუსი
Kevin Mazur/One Love Manchester/Getty Images for One Love Manchester

ფარელი მაილი საირუსთან ერთად ჩაწერილ დუეტს აანონსებს, რომლის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, Doctor იქნება. ამის შესახებ მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა და მანქანის მართვის დროს თაყვანისმცემლებს სიმღერის მცირე მონაკვეთი მოასმენინა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფარელმა Doctor საზოგადოებას წარუდგინა. იანვარში სიმღერა ლუი ვიტონის 2024 წლის კაცის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის პრეზენტაციაზეც გაჟღერდა. 

ჟურნალ Rolling Stone-ის ინფორმაციით, კომპოზიცია შესაძლოა თავდაპირველად მაილის 2013 წლის ალბომისთვის Bangerz იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ მასში ვერ მოხვდა. Სიმღერის დემო ვერსიამ პირველად 2017 წელს გაჟონა. 

Bangerz-ში ფარელმა არაერთ სიმღერაზე იმუშავა. 2014 წელს კი მისი და საირუსის დუეტი შედგა ფარელის ალბომში G I R L. მათი ერთობლივი ნამუშევარი Come Get It Bae Billboard Hot 100-ის 23-ე ადგილზე მოხვდა. 

„დისნის არტისტებზე ასეთი თეორია მაქვს: მათ საუკეთესო სამუშაო ეთიკა აქვთ,” – უთხრა 2013 წელს ფარელმა The Hollywood Reporter-ს „ჰანა მონტანას” ვარსკვლავთან თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება საირუსს, ეს წელი მისთვის განსაკუთრებულად დაიწყო: მან კარიერაში პირველი ორი გრემი მოიგო. Billboard Hot 100-ის ლიდერმა სიმღერამ Flowers წლის ჩანაწერისა და საუკეთესო სოლო პოპ შესრულების ნომინაციებში გაიმარჯვა.  

მოუსმინეთ ფარელისა და მაილი საირუსის დუეტის მონაკვეთს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტივენ ტაილერი სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან განთავისუფლდა

შემდეგი სტატია

წინანდალში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი „ევროპაკონცერტს” გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი