წინანდალში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი „ევროპაკონცერტს” გამართავს

კონცერტი მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით 2024 წლის 1-ელ მაისს წინანდლის ამფითეატრში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი

2024 წელს წინანდლის მამულში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება. 40 წელია, რაც „ევროპაკონცერტი” ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. მისი იდეა უკავშირდება ორკესტრის დაარსების თარიღს – 1882 წლის 1-ელ მაისს. კონცერტი ყოველწლიურად განსხვავებულ ქვეყანასა თუ ქალაქში იმართება, რომელსაც ორკესტრი თავად ირჩევს.

ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით 2024 წლის 1-ელ მაისს წინანდლის ამფითეატრში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 

„ევროპაკონცერტი“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან  მრავალრიცხოვან აუდიტორიას იზიდავს. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, რომელიც ცნობილია თავისი მუსიკოსებითა და დირიჟორებით, მსმენელს გამორჩეულ პროგრამას წარუდგენს. მასში ერთიანდება როგორც კლასიკური, ისე სპეციალურად ამ სერიისთვის შექმნილი ნაწარმოებები. „ევროპაკონცერტი” 140-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, მათ შორის არის ხელოვნებასა და კლასიკურ მუსიკაზე ფოკუსირებული ევროპის წამყვანი ტელევიზიები. 

როგორც წინანდლის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს მუსიკალურად და სანახაობრივად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. 

დავით საყვარელიძე: 

„გარდა დიდი კულტურული და მხატვრული ღირებულებისა, ამ კონცერტს აქვს მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობაც, რადგანაც წინანდალში დაგეგმილ კონცერტს წინ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უძღოდა, რაც საქართველოს ხალხისა და მისი მთავრობის დიდი მონაპოვარია. „ევროპაკონცერტის” ტრანსლაციას გერმანიის უმსხვილესი საზოგადოებრივი ტელევიზია ZDF მოახდენს და ის მსოფლიოს 149 ქვეყანაში გადაიცემა. ვიდეოგადაღებას კულტურისა და ხელოვნების მსოფლიო სატელევიზიო გიგანტი Euroarts.com აწარმოებს. ბერლინიდან ორკესტრი ჩამოფრინდება სპეციალური ჩარტერული რეისით, რომელსაც დოიჩე ბანკი უზრუნველყოფს. კონცერტზე დასასწრებად ჩამოდიან გერმანიის კულტურის მინისტრი, გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი, ბერლინის სენატის რამდენიმე მაღალჩინოსანი და ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. მათი სტუმრობა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ღონისძიება მუსიკალური დიპლომატიის კარგ მაგალითად და საქართველოს კულტურული ევროინტეგრაციის გამორჩეულ სიმბოლოდ გვესახება.” 

26 თებერვალს ბერლინში წლევანდელ „ევროპაკონცერტს” პრეს-კონფერენციაზე დააანონსებენ, რომელსაც ქართველი ორგანიზატორების მხრიდან  დავით საყვარელიძე ესწრება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელი მაილი საირუსთან თანამშრომლობას აანონსებს

შემდეგი სტატია

SOPHIE VILLY - ZHYVY

Sophie Villy-ის პირველი უკრაინულენოვანი სინგლი ZHYVY (იცოცხლე)

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი