ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთში საქორწინო წვეულებაზე რიანამ სრული კონცერტი გამართა

რიანამ მილიარდელების ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის საქორწილო წვეულებაზე იმღერა.
რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე
რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე

რიანა სცენაზე ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის ქორწილში გამართული კონცერტით დაბრუნდა. ღონისძიება 1 მარტს, ინდოეთში,  ჯამ­ნა­გარ­ში გაიმართა.

მომღერალი და Fenty Beauty-ის დამფუძნებელი რიანა ინდოეთში მდიდრული საქორწილო წვეულების მონაწილე იყო, სადაც მუსიკოსი მეუღლესთან  A$AP Rocky-თან ერ­თად ჩა­ვი­და.  მილიარდერი წყვილის ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის 1200 კაციანი ქორწილის სტუმართა სიაში, რიანა, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, საუნდერ პიჩა, ივანკა ტრამპი და ბოლივუდის ცნობილი მსახიობი შაჰ რუხ ხანიც იმყოფებოდნენ.

ანანტ ამბანი მულტიმილიარდერ მუკეშ ამბანის  შვილია, ხოლო რადიკა მერჩანტი მეგა კომპანიების მფლობელი ცნობილი ბიზნესმენის, ვირენი ეი მერჩანტის ქალიშვილი. 

„ზუსტად რვა წელია, რაც ნამდვილი შოუ არ დამიდგამს, ეს შოუ კი საუკეთესო იყო.“ –  ამბობს რიანა კონცერტის შემდეგ პაპარაცების მიერ გადაღებულ ვიდეოში.

მიუხედავად იმისა, რომ რიანა შარშან Super Bowl-ის შოუში და ოსკარის ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგა, მას 2016 წლის მსოფლიო ტურნეს შემდეგ სრული კონცერტი არ გაუმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, საქორწინო ღონისძიებაზე რიანამ 19 სიმღერა შეასრულა და სოლიდური ჰონორარიც მიიღო.

მულტიმილიონერ ამბანის დინასტია თავისი ექსტრავაგანტური საქორწილო დღესასწაულებით არის ცნობილი. 2018 წელს, როდესაც მუკეშის ქალიშვილი იშა დაქორწინდა, ღონისძიებაზე ბიონსემ იმღერა, ხოლო, როდესაც 2019 წელს ცნობილი მაგნატის უფროსმა ვაჟმა, აკაშმა იქორწინა, წვეულებაზე Coldplay და The Chainsmokers მიიწვიეს.

ნახეთ სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოები რიანას ინდოეთში ყოფნის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადამ ტუსოს მუზეუმმა ჯასტინ ბიბერს ახალი ცვილის ფიგურა დაუდგა

შემდეგი სტატია

ბილი აილიში ამბობს, რომ შეყვარებულს კრისტიან ბეილის სიზმარში ნახვის შემდეგ დაშორდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი