მადამ ტუსოს მუზეუმმა ჯასტინ ბიბერს ახალი ცვილის ფიგურა დაუდგა

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მუზეუმმა ბიბერის ცვილის ფიგურა პირველად წარადგინა. ახალი სკულპტურა კი მომღერლის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფოტო: „მადამ ტუსო ჰილივუდი”

პირველ მარტს ჯასტინ ბიბერს 30 წელი შეუსრულდა. მის იუბილესთან დაკავშირებით მადამ ტუსოს მუზეუმმა არტისტის ცვილის ფიგურა წარადგინა. 

სკულპტურა ამჟამად ჰოლივუდის ბულვარში მდებარე მუზეუმის სპეციალურ სივრცეში არის წარმოდგენილი და იმეორებს ბიბერის იმიჯს, რომლითაც ის გამოჩნდა 2021 წლის მუსიკალურ ვიდეოში Peaches.  

გავრცელებულ ფოტომასალაში ჯასტინ ბიბერის ფიგურა ბუშტების ინსტალაციის გვერდით დგას. სტრუქტურაზე ციფრები 3 და 0 წერია, რაც მომღერლის დაბადების დღის აღსანიშნავად მიძღვნილ დეკორაციას გულისხმობს. 

ორი გრემის მფლობელი ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმმა პირველად მაშინ წარადგინა, როცა მომღერალი 17 წლის იყო. ეს სკულპტურა მუზეუმის ლონდონის ფილიალში განთავსდა. ფიგურის წარდგენის ცერემონიალს 2011 წელს თავად ბიბერიც დაესწრო.  2016 წელს მუზეუმის ლას-ვეგასის ფილიალში ბიბერის კიდევ ერთი ცვილის ფიგურა დაიდგა. 

30 წლის იუბილე ჯასტინ ბიბერის კარიერის კიდევ ერთი დეკადის გასვლასაც აღნიშნავს. ბოლო ათწლეულში მომღერალმა სამი ალბომი გამოსცა: Purpose (2015), Changes (2020) და Justice (2021). თითოეულმა მათგანმა Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში ლიდერი პოზიციები დაიკავა. 

ნახეთ ჯასტინ ბიბერის ახალი ცვილის ფიგურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დოკუმენტური ფილმის ტრეილერში პოლ საიმონი არტ გარფანკელთან მეგობრობაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე

ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთში საქორწინო წვეულებაზე რიანამ სრული კონცერტი გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი