მზად ხარ, დაამარცხო გრავიტაცია? – Black Sea Arena ახალ საიმიჯო ვიდეოს აქვეყნებს

Black Sea Arena საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს აგრძელებს.
Black Sea Arena

18 მარტს Black Sea Arena-მ სოციალურ ქსელში ახალი საიმიჯო ვიდეო გაავრცელა. თავისი შინაარსით პრომო ვიდეო მასშტაბური პროექტის, Starring Georgia-ს  2024 წლის სეზონის დასაწყისზე მიგვანიშნებს.  კადრებში ჩანს, თუ როგორ იცვლება გრავიტაციული წესრიგი და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი თანავარსკვლავედის მიმართულებით მიემართება. თიზერის აღწერაში კი ვკითხულობთ: „მზად ხარ, დაამარცხო გრავიტაცია?”

Black Sea Arena საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia- ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ქართველი მსმენელისათვის ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარ ქვეყანაში საყვარელი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრება და, ამასთანავე, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. პროექტი თავისთავად ტურისტული განვითარების კომპონენტსაც შეიცავს, რადგან ის მსოფლიო მასშტაბით საქართველოს, როგორც მასშტაბური ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას მსოფლიო სცენის ისეთი არტისტები ეწვივნენ, რომლებიც დღეს არა მხოლოდ მუსიკალური სფეროს, არამედ მსოფლიო პოპ-კულტურის წამყვან სახეებად განიხილებიან.  Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მათ შორის იყვნენ: ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream.

2024 წლის სეზონის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც საიმიჯო ვიდეოდან ირკვევა, მსმენელს წინ ბევრი სიურპრიზი ელის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

13 წლის შემდეგ პირველად კანიე უესტის ტრეკი მუსიკალური ჩარტების პირველ ადგილზეა

შემდეგი სტატია

Kanda Teenage Honey – საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსის, ნიკ ჰადსონის ახალი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი