Kanda Teenage Honey – საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსის, ნიკ ჰადსონის ახალი ალბომი

მუსიკოსის თქმით, ალბომში შესული ყველა კომპოზიცია საქართველოს ლანდშაფტებითა და ენერგეტიკითაა შთაგონებული.

საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი  მუსიკოსი ნიკ ჰადსონი ახალ ალბომს აქვეყნებს, სახელწოდებით Kanda Teenage Honey. 16 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი საქართველოში დაიწერა და გამოიცა. ალბომში მონაწილეობენ ქართველი მუსიკოსებიც: ბექა მინაძე (გიტარა) და გიგი კობერიძე (დრამი). ასევე ნიკ ჰადსონის მეგობარი Seva – რუსი დისიდენტი, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის დევნას გამოექცა. „ის ლექსად ჰყვება თავის გამოცდილებას გადასახლებაზე, რომელსაც ფონად შევუხამე საველე ჩანაწერები თბილისისა და პარიზის საპროტესტო აქციებიდან, სადაც ბევრი ჩვენგან ცრემლსადენი გაზით მოიწამლა,” – ამბობს ჰადსონი. 

მუსიკოსის თქმით, სიმბოლურია, რომ ალბომის დიდი ნაწილი საბჭოთა კინოსტუდიაში უკრაინის ომის ფონზე ჩაიწერა. პირადი გამოცდილებებისა და ემოციების რეფლექსიასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ნიკ ჰადსონი თავის მრავალჟანრულ ალბომში ეხმაურება, სწორედ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა.

„ეს ალბომი არის სულიერი და მატერიალური კლეპტოკრატიის კოროზიული პრაქტიკის შენარჩუნებაზე. მისი სახელწოდება კი გამოხატავს უმანკოების შენარჩუნების რეალურ ამბავს, რომელიც სოფელ ქანდის ერთ-ერთი მკვიდრისგან მოვისმინე, რომელმაც ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული თაფლში შეინახა. ალბომში არის კომპოზიციები, რომლებიც არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას ეხმაურება. ასევე არის ჰიმნები მშვიდობასა და სულიერ სიმშვიდეზე და ამბები წმინდანებზე, რომლებმაც უარი თქვეს წამებულობაზე და აირჩიეს სიყვარული, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი განსჯისგან. ორი სიმღერა ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს მივუძღვენი, ერთი ა კაპელა კი ციმბირულ ჰასკის, რომელიც ხევსურეთში ყოფნისას მათ გლოვაში დამეხმარა.”

ჩანაწერის გამოშვებამდე ნიკ ჰადსონმა ალბომიდან ორი სინგლი – For My Silence და „ხევსურეთი” და მათზე გადაღებული ვიდეოკლიპები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ალბომში შესული ყველა კომპოზიცია საქართველოს ლანდშაფტებითა და ენერგეტიკითაა შთაგონებული.

მოუსმინეთ ნიკ ჰადსონის ახალ ალბომს Kanda Teenage Honey:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მზად ხარ, დაამარცხო გრავიტაცია? – Black Sea Arena ახალ საიმიჯო ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Dr. Dre-მ 2021 წელს რამდენიმე ინსულტი გადაიტანა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი