რუსთაველის თეატრის სცენაზე ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართა

მუსიკოსმა შეასრულა კომპოზიციები, რომლებიც აქამდე სცენაზე არ გაჟღერებულა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

21 მარტს რუსთაველის თეატრის სცენაზე  მსმენელის წინაშე  საერთაშორისო აღიარებული ქართველი მუსიკოსი, ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი წარდგა. საღამოში მონაწილეობა მიიღეს: ლევან დეისაძემ (ბას-გიტარა), ზაზა ცერცვაძემ (დრამი) და კონცერტის სპეციალურმა სტუმარმა – ლაშა დეისაძემ (გიტარა). კონცერტის წარმდგენი იყო ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt”.

ბექას შემოქმედებაში 2023 წელი ბევრი სიახლით აღინიშნა. მან მსოფლიო საკონცერტო ტური გამართა „გრემის“ მრავალგზის მფლობელ მუსიკოს სტენლი კლარკთან ერთად. ბექა გოჩიაშვილი ამჟამად კვლავაც  მსოფლიო ტურნესათვის ემზადება.  რუსთაველის თეატრში გამართული კონცერტი აღსანიშნავია მუსიკალური პროგრამით – მუსიკოსმა შეასრულა კომპოზიციები, რომლებიც აქამდე სცენაზე  არ გაჟღერებულა. 

Billboard Georgia კონცერტის გენერალურ რეპეტიციას ესწრებოდა და მუსიკალური საღამოს დაწყებამდე ბექა გოჩიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. 

ბექა გოჩიაშვილი: 

„ამ კომპოზიციებიდან მხოლოდ ერთი ან ორი თუ დამიკრავს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ ნამუშევრების პრემიერაა. დღეს სცენაზე დავუკრავ ლევან დეისაძესთან, ზაზა ცერცვაძესთან და ლაშა დეისაძესთან ერთად. ესენი არიან მუსიკოსები, რომლებსაც შემოქმედებითად სრულად ვენდობი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ადგილი – თეატრთან გამორჩეული ისტორია მაკავშირებს. 2013 წელს „სილქროუდ ჯგუფის” ხელშეწყობით ამ სცენაზე ჩემი მეორე ალბომის პრეზენტაცია გაიმართა DJ Logic-თან ერთად. ამიტომ, ბუნებრივია, რომ აქ ჩემთვის განსაკუთრებული გარემოა.” 

იხილეთ ვიდეო, რომელშიც ბექა გოჩიაშვილი კონცერტის შესახებ საუბრობს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ილონ მასკი და რუპერტ მერდოკი რუთ ბეიდერ გინსბურგის ჯილდოს აღარ მიიღებენ

შემდეგი სტატია

Beyoncé ფოტო: მეისონ პული

2024 წლის  iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ბიონსე ნოვატორის ჯილდოს მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი