დუა ლიპა დაანონსებული ალბომიდან კიდევ ერთ ტრეკს გამოსცემს

Illusion მესამე სინგლია, რომელსაც არტისტი ახალი ალბომის გამოშვების წინ წარადგენს.
დუა ლიპა

დუა ლუპა მალე ახალ სინგლს, სახელწოდებით Illusion გამოუშვებს. მომღერალმა სიახლე თავის მსმენელს სოციალურ ქსელ X-ის და Instagram-ის პოსტების მეშვეობით აცნობა. ვარსკვლავმა სინგლის გარეკანი  და ვიდეოს ანონსი გამოაქვეყნა. ფოტოსა და ვიდეოში თავად დუა ლიპაა აღბეჭდილი. არტისტის განცხადებით, სინგლი 11 აპრილს გამოვა. 

3 მაისს დუა ლიპა გამოსცემს ახალ ალბომს, რომლის სახელწოდებაა Radical Optimism. Illusion რიგით  მესამე სინგლი იქნება, რომელსაც არტისტი დაანონსებული LP-დან წარადგენს. Houdini და Training Season იყო პირველი ორი ტრეკი, რომლებიც მუსიკოსმა სინგლებად გამოუშვა. Houdini-მ Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მე-11 ადგილი დაიკავა, Training Season-მა კი 27-ე ადგილი დაიმსახურა. 

დუა ლიპამ Radical Optimism მარტში დააანონსა. მომღერალმა ჩანაწერის გარეკანი და სიმღერების ჩამონათვალი, ე.წ. ტრეკლისტი გამოაქვეყნა. აპრილის დასაწყისში კი არტისტმა ალბომზე მუშაობის კადრებიც გაავრცელა. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც დუა ლიპამ ახალი სინგლი – Illusion დააანონსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დავით პაპავა

მარადიული სიყვარულის ამბავი და სცენაზე გაცოცხლებული იაპონია

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი Blackbird-ის ბიონსეს მიერ შესრულებულ ვერსიას აქებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი