პოლ მაკარტნი Blackbird-ის ბიონსეს მიერ შესრულებულ ვერსიას აქებს

ლეგენდარულმა მუსიკოსმა ასევე გაამხილა, თუ რა უთხრა ბიონსემ ვიდეოზარით საუბრისას.
პოლ მაკარტნი
Mary McCartney

პოლ მაკარტნიმ ვრცელი ინსტაგრამ პოსტი მიუძღვნა The Beatles-ის ცნობილი სიმღერის, Blackbird-ის ახალ ვერსიას, რომელსაც ბიონსე ასრულებს. სიმღერა მეორე კომპოზიციაა მომღერლის ახალ ალბომში Cowboy Carter.

„ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი სიმღერის, Blackbird-ის ბიონსესეული ვერსიით,” – წერს მაკარტნი და ბიონსესთან ერთად გადაღებულ ფოტოსა და Cowboy Carter-ის ყდას აქვეყნებს. „ჩემი აზრით, მან ბრწყინვალე ვერსია შექმნა, რომელიც აძლიერებს სამოქალაქო უფლებების იმ მესიჯს, რამაც ამ სიმღერის დაწერის შთაგონება მომცა. ეს შესანიშნავი ვერსიაა და ვისაც აქამდე არ მოუსმენია, ყველას მოვუწოდებ, მოუსმინონ. აუცილებლად შეგიყვარდებათ!”

ბიონსეს ახალ ალბომში Blackbird შესულია, როგორც Blackbiird. ბიონსეს გარდა, სიმღერას ოთხი შავკანიანი ქალი მღერის: ტენერ ადელი, რეინა რობერტსი, ბრიტნი სპენსერი და ტიერა კენედი.

 Blackbird-ის შესახებ მაკარტნი თავის წიგნშიც Paul McCartney: Many Years from Now წერდა: „გონებაში (შავკანიან) ქალს ვგულისხმობდი და არა ჩიტს. ეს სამოქალაქო მოძრაობის პერიოდი იყო, რასაც ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერდით. ეს სიმღერა ჩემგან შავკანიან ქალს ეძღვნებოდა, რომელიც ამ პრობლემების წინაშე იდგა.”

ინსტაგრამის პოსტში მაკარტნიმ ასევე გაამხილა, რომ ის ვიდეოზარით ბიონსესაც ელაპარაკა.

„მე მას „ფეისტაიმით” ვესაუბრე. მადლობა გადამიხადა ამ სიმღერის დაწერისთვის და მისი შესრულების უფლების მიცემისთვის. მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის პატივი იყო და მან ამ სიმღერის საუკეთესო ვერსია შექმნა. როცა ტელევიზორში ადრეული 60-იანი წლების კადრები ვნახე, სადაც შავკანიანი გოგოები სკოლაში არ შეუშვეს, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. არ მჯერა, რომ დღესაც არსებობს ადგილები, სადაც ასეთი რამ კიდევ ხდება. თუ ჩემს სიმღერასა და ბიონსეს შესანიშნავ ვერსიას რასობრივი დაძაბულობის შესამსუბუქებლად რამის გაკეთება შეუძლია, ეს დიდებული რამაა და ძალიან ვამაყობ,” – წერს მაკარტნი.

Blackbird-ის თავდაპირველი ვერსია Beatles-ის 1968 წლის ალბომში The Beatles შევიდა, რომელიც არაოფიციალურად ცნობილია, როგორც „თეთრი ალბომი”. ალბომმა ცხრა კვირა გაატარა Billboard 200 ჩარტში.

ნახეთ პოლ მაკარტნის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დუა ლიპა დაანონსებული ალბომიდან კიდევ ერთ ტრეკს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ბარბარა გიბსონის ილუსტრაცია

კურტ კობეინის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი