რუმი კარტერი ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტია, რომელიც Hot 100-ში მოხვდა

ბიონსეს 6 წლის ქალიშვილი დედის სიმღერაში Protector მიწვეულ სტუმრად გამოჩნდა.

Ბიონსე არ არის ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც Billboard-ის ჩარტების რეკორდებს ხსნის. ამჯერად რეკორდი მისმა ქალიშვილმა, რუმი კარტერმა დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში შევიდა. 6 წლისა და 9 თვის რუმი ბიონსეს სიმღერაში Protector მიწვეულ სტუმრად გამოჩნდა. 

Სიმღერა, ბიონსეს ახალი ალბომიდან Cowboy Carter, ჩარტის 42-ე ადგილზეა 11.3 მილიონი სტრიმით აშშ-ში.

თავად ალბომი Billboard 200-ის პირველ ადგილს იკავებს. ასევე ლიდერობს ქანთრი ალბომების ჩარტში, რითაც ბიონსე ხდება პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ქანთრი ალბომების ჩარტის სათავეშია.

რუმიმ კი თავისი რეკორდით მოხსნა დის, ბლუ აივი კარტერის რეკორდი. მანამდე სწორედ ბლუ აივი იყო Hot 100-ში შესული ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტი, როცა 7 წლის ასაკში ბიონსეს Brown Skin Girl-ში მიიღო მონაწილეობა. 

მართალია, რუმი Hot 100-ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტი გახდა, თუმცა ის მაინც არ არის ჩარტის ყველაზე ახალგაზრდა არტისტი. ეს რეკორდი Jordy-ს ეკუთვნის, რომელიც ჩარტში 1993 წელს, 5 წლის ასაკში შევიდა სიმღერით Dur Dur D’être Bébé! 

ამასობაში კი რუმი და ბლუ აივი კარტერები შეუერთდნენ Hot 100-ში შესული დედმამიშვილების დიდ სიას. ესენი არიან: მაილი, ნოა და ტრეის საირუსები (ასევე მათი მამა ბილი რეი საირუსი),  ბარი და რობინ გიბები (Bee Gees), ჯენეt, ჯერმენ, ლატოია, მაიკლ და რები ჯექსონები, ჯეიდენ და უილოუ სმითები (მამა უილ სმითი) და კარნი და უენდი უილსონები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯიმი ფელონი და Heart სიმღერის Total Eclipse of the Heart შესრულების დროს. ფოტო: ტოდ ოუვენგი NBC

ამერიკულ როკ-ჯგუფ Heart-ისა და ჯიმი ფელონის გამოსვლა მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს

შემდეგი სტატია

რიანა ოსკარის 95-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი.

რიანას თქმით, იმდენი შვილი სურს, რამდენსაც ღმერთი მისცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი