რიანას თქმით, იმდენი შვილი სურს, რამდენსაც ღმერთი მისცემს

„ვფიქრობ, ორზე მეტი შვილი მეყოლება” – ამბობს მომღერალი ინტერვიუს დროს
რიანა ოსკარის 95-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი.
რიანა ოსკარის 95-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი.

რიანა ორი შვილის დედაა, თუმცა სუპერვარსკვლავმა 9 აპრილს გამოსულ ჟურნალ Interview-ში კიდევ უფრო მეტი შვილის გაჩენის  სურვილი გამოთქვა.

„იმდენი შვილი მინდა მყავდეს, რამდენიც ღმერთს სურს. ორ შვილზე ნამდვილად არ გავჩერდები. მინდა, რომ გოგოც შემეძინოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბიჭი თუ იქნება, დაე იყოს ბიჭი.”  – თქვა გრემის ცხრაგზის მფლობელმა მომღერალმა.

რიანას ორი შვილი RZA და Riot Rose პარტნიორ A$AP Rocky-სგან ჰყავს, რაც შეეხება მისი სხეულის მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას, მომღერალს სურს, ლიფტინგის პროცედურა ჩაიტაროს და ორსულობამდელი პერიოდის მკერდი დაიბრუნოს.

„არ მინდა იმპლანტის ჩასმა, დანის ძალიან მეშინია, უბრალოდ ლიფტინგი მინდა. გავიგე, რომ შეიძლება შრამი დამრჩეს. მესამე ტრიმესტრში კი ცელულიტი არ არის სახუმარო საქმე. უყურებ შენს დატალღულ სხეულს და ხვდები, რომ ეს სტრიები შენი ორსულობის და მუცლად მყოფი ბავშვის სიმძიმის მატარებელია. დანა მაშინებს, ასე რომ მხოლოდ ერთი არჩევანი მაქვს და ეს მკერდის ლიფტინგია.”

რიანამ შვილის, RZA-ს შესახებაც ისაუბრა, რომელიც მაისში უკვე ორი წლის ხდება. RZA-ს პირველი სიტყვა “ჰეი” იყო, რაზეც რიანა ამატებს: „მუდმივად ვცდილობ, მისი ყურადღება მივიქციო და სულ ვეძახი, ჰეი, ჰეი, ჰეი და ერთ დღესაც მან იგივე ინტონაციით დამიბრუნა ეს სიტყვა, მე სიმღერა განვაგრძე და RZA ამ ყველაფერში ამყვა. 

ინტერვიუს დროს რიანამ იმ საბავშვო სიმღერებზეც ისაუბრა, რომლებსაც შვილებს უმღერის:

„ღმერთო ჩემო, ეს სიმღერებია Penguins Salute ასევე Twinkle Twinkle Little Star, რაზეც RZA ძალიან ემოციური ხდება. ახლა ძალიან უყვარს სიმღერა  Head, Shoulders, Knees and Toes. სიმღერა The Wheels on the Bus მისი ფავორიტია, ეს უბრალოდ კლასიკაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. ასევე, რა თქმა უნდა, Incy-Wincy Spider.” 

რიანას და A$AP Rockyს  RZA  2022 წლის მაისში შეეძინათ, 2023-ის აგვისტოში კი მეორე ბიჭი Riot Rose  გაუჩნდათ.

იხილეთ რიანას რამდენიმე ფოტო ინტერვიუს გადაღებებიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რუმი კარტერი ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტია, რომელიც Hot 100-ში მოხვდა

შემდეგი სტატია

დუა ლიპა ახალ სიმღერაზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი