დუა ლიპა ახალ სიმღერაზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

Illusion მესამე სინგლია, რომელსაც არტისტი დაანონსებული ალბომიდან გამოსცემს.
ფოტო: ტაირონ ლებონი

დუა ლიპამ ინსტაგრამზე 10-წამიანი ვიდეოთიზერი გაავრცელა, რომელიც დაანონსებული ტრეკის, Illusion-ის ფრაგმენტია. კადრებში მომღერალი გემბანზე ცეკვავს. სიმღერის სრული ვერსიის გამოქვეყნება 11 აპრილს იგეგმება.

Illusion რიგით მესამე სინგლი იქნება, რომელსაც არტისტი დაანონსებული LP-დან წარადგენს. Houdini და Training Season იყო პირველი ორი ტრეკი, რომლებიც მუსიკოსმა სინგლებად გამოუშვა. Houdini-მ Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მე-11 ადგილი დაიკავა, Training Season-მა კი 27-ე.

„[ალბომის გამოცემა] კარგი გრძნობაა,”- აღნიშნა დუა ლიპამ Billboard-თან უწინდელ ინტერვიუში. მომღერალმა ჟურნალთან ალბომის Radical Optimism ყდის კონცეფციაზეც ისაუბრა. LP-ის გარეკანის ფოტოზე აღბეჭდილია თავად მომღერალი, რომელიც ღია ოკეანეში ტივტივებს და მის წინ ზვიგენის ფარფლი ჩანს. როგორც არტისტმა განმარტა, ჰქონდა შეგრძნება, რომ მის ირგვლივ ქაოსი სუფევდა და სურდა, მასში გზა გაეკვალა, რათა ნამუშევარი ავთენტური და გულწრფელი გამოსულიყო.

დუა ლიპა ასევე შეეხო ალბომის სათაურსაც და წარსული ისტორია გაიხსენა. „რამდენიმე წლის წინ მეგობარმა გამაცნო ტერმინი „რადიკალური ოპტიმიზმი”. მის მნიშვნელობას საკუთარ თავთან ვაკავშირებ,”- თქვა ვარსკვლავმა მარტში, როცა ალბომს აანონსებდა.

Radical Optimism 11 სიმღერას აერთიანებს. ეს დუა ლიპას პირველი ალბომია მას შემდეგ, რაც 2020 წელს Future Nostalgia გამოსცა. Future Nostalgia 3 მაისს გამოვა.

ნახეთ კლიპის თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანა ოსკარის 95-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი.

რიანას თქმით, იმდენი შვილი სურს, რამდენსაც ღმერთი მისცემს

შემდეგი სტატია

ემი უაინჰაუსის ვიდეოკლიპის, Tears Dry On Their Own, ახალი ვერსია მომღერლის აქამდე უცნობ კადრებს მოიცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი