OneRepublic – მსოფლიო ჰიტების ავტორი ბენდი Starring Georgia-ს სცენაზე

მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე გამოჩენიდან დღემდე ბენდმა 16 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და შეძლო, რომ ყველა ალბომში წარედგინა ისეთი ტრეკი, რომელიც მსოფლიო ჰიტი ხდებოდა.
ფოტო:TwoSevenTwo

10 მაისს Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ-როკ ბენდი OneRepublic გახსნის. ჯგუფი მსმენელმა 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო და მას შემდეგ მათი არაერთი ჰიტი მოისმინა. OneRepublic-მა გამოჩენისთანავე მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პოპ-როკ ბენდის სტატუსი დაიმსახურა. OneRepublic-ის მუსიკა მრავალფეროვანი ჟღერადობით ხასიათდება, რასაც ინსტრუმენტების სიმრავლე განაპირობებს. ჯგუფის მთავარი ვოკალისტი და პიანისტი რაიან ტედერია. ბენდის შემადგენლობაში ასევე არიან ზაკ ფილკინსი (წამყვანი გიტარა, ვიოლა), დრიუ ბრაუნი (რითმული გიტარა), ბრენტ კაცელი (ბასი, ჩელო), ედი ფიშერი (დრამი) და ბრაიან უილეტი (კლავიში, ვიოლინო). ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რაიან ტედერის მუსიკალური პერსონა. ის სიმღერების ავტორი და პროდიუსერიც არის და სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ არტისტთან მუშაობდა.

ფოტო: Black Sea Arena

ჯგუფი 2002 წელს კოლორადოში ჩამოყალიბდა. მსმენელმა თავდაპირველად ის სოციალურ ქსელ Myspace-ზე გაიცნო. მალევე ბენდმა Columbia Records-თან კონტრაქტი გააფორმა. 2006 წელს ჯგუფმა სიმღერა Apologize გამოსცა. ტრეკი ბენდის სადებიუტო სტუდიური ალბომ Dreaming Out Loud-ის წამყვანი სინგლია. თავად ალბომი 2007 წელს გამოვიდა. ბენდმა  Apologize-ზე გადაღებული ვიდეოც გამოუშვა. კლიპი გადაღებულია სიმღერის თავდაპირველი ჟღერადობისაგან განსხვავებულ ვერსიაზე, რომელზეც Timbaland-მა იმუშავა. სიმღერა მსოფლიო ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს იკავებდა. სიმღერისათვის ბენდმა გრემის პირველი ნომინაციაც მიიღო. მალევე ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ ალბომს პლატინის სერტიფიკატი გადასცა. 

ბენდის მეორე ალბომი, Waking Up, 2009 წელს გამოიცა და მასში რამდენიმე ჰიტია გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია სინგლმა, სახელწოდებით Good Life, რომელიც ცნობილი რომანტიკული დრამის, One Day-ს საუნდტრეკია. Good Life მუსიკალურ ჩარტებში, მათ შორის Billboard Hot 100-ში, წამყვან ათეულში იკავებდა პოზიციებს. 

2013 წელს OneRepublic-ის მესამე ალბომი, სახელწოდებით Native გამოვიდა. ეს ჩანაწერი ბენდის პირველი ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მოხვდა. ამ ალბომიდან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია სიმღერამ Counting Stars, რომელიც ბენდის კიდევ ერთ მსოფლიო ჰიტად იქცა. მან Billboard Hot 100-ის ჩარტში Apologize-ის მსგავსად მეორე ადგილი დაიკავა. 

2016 წელს ბენდმა მეოთხე სტუდიური ალბომი, Oh My My გამოსცა, რომელიც არაერთ მუსიკალურ კოლაბორაციას მოიცავს. მათ შორის იყო ტრეკები, რომლებიც ჯგუფმა Cassius-თან და Santigold-თან ერთად ჩაწერა. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ამ ალბომით ბენდმა მსმენელს შეცვლილი მუსიკალური ჟღერადობა წარუდგინა. ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და OneRepublic-მა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Humans წარადგინა.

მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე გამოჩენიდან დღემდე ბენდმა 16 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და შეძლო, რომ ყველა ალბომში წარედგინა ისეთი ტრეკი, რომელიც  მსოფლიო ჰიტი ხდებოდა. 

ფოტო: ჟენევივ ტედერი

ჯგუფის მუსიკალურ გავლენებზე  საუბრისას რაიან ტედერი ამბობს: 

„ჩვენ კონკრეტული ჟანრის თაყვანისმცემლები არ ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, რა ჟანრია – როკი, პოპი თუ ჰიპ-ჰოპი. თუ სიმღერა და არტისტი კარგია, მისგან შთაგონება აუცილებლად მოდის”.

ამჯერად კი OneRepublic ენერგიული კონცერტით და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით ქართველი მსმენელის წინაშე Black Sea Arena-ს სცენაზე წარდგება და ყველა ის ჰიტი გაჟღერდება, რომელმაც სხვადასხვა დროს მსოფლიო  მუსიკალური ჩარტები დაიპყრო. 

რაც შეეხება Starring Georgia-ს, პროექტს უკვე მე-2 წელია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით Black Sea Arena წარმოგვიდგენს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. 

ნახეთ ვიდეო, რომლითაც OneRepublic-მა ქართველ მსმენელს მიმართა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ninshū- (ლევან ქათამაძე)

ქართველი არტისტის,  Ninshū-ს (ლევან ქათამაძე) ახალი ალბომი   Presence –  ინტერვიუ Billboard საქართველოსთან

შემდეგი სტატია

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი