სელინ დიონმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და თავის განწყობაზე საჯაროდ ისაუბრა

2022 წელს მომღერალს გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) დიაგნოზი დაუსვეს.
ფოტო: ემი სასმენი/Getty Images

მომღერალი სელინ დიონი ფრანგულო Vogue-ის გარეკანზეა. შავ-თეთრ ფოტოში ვარსკვლავი მინიმალისტური იმიჯით გამოჩნდა. მომღერალი ფოტოსესიას პოსტით გამოეხმაურა და  თავის დაავადებაზე – გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) დიაგნოზზეც ისაუბრა. „ჩემთვის პატივია, რომ ფრანგული Vogue-ისთვის გადამიღეს. ვამაყობ, რომ 55 წლის ასაკში მთხოვეს ჩემი სილამაზე გამომეხატა. თუმცა, რა არის სილამაზე? სილამაზე თავად ხარ, ეს მე ვარ. ეს ის არის, რაც ჩემშია. ეს ჩვენი სიზმრებია, ეს დღევანდელი დღეა. დღეს მე ვარ ადამიანი, რომელიც თავს ძლიერად გრძნობს და მომავალს პოზიტიურად უყურებს,”- წერს სელინ დიონი. 

2022 წლის დეკემბრიდან სელინ დიონი საჯაროდ უწინდებურად ხშირად აღარ ჩნდება. ამის მიზეზი სწორედ მისი სამედიცინო დიაგნოზია. ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც კუნთების უკონტროლო სპაზმს იწვევს და ამ დროს პაციენტს გადაადგილება უჭირს. დაავადების გამო, სელინ დიონი იძულებული იყო, 2023 წელს დაგეგმილი კონცერტების თარიღები გადაედო, საბოლოოდ კი ტურნე სრულიად გააუქმა. 

დიონი მოულოდნელად 2024 წლის გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე გამოჩნდა. მან აუდიტორიას მადლობა გადაუხადა, როცა სცენაზე გამოჩენისას ტაშით გაამხნევეს. „ყველას მადლობა. ძალიან მიყვარხართ. როცა ვამბობ, რომ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ამას მთელი გულით ვგულისხმობ,”- მიმართა გრემის ცერემონიაზე დარბაზში მყოფ ადამიანებს სელინ დიონმა. 

2024 წლის მარტში სელინ დიონი თავის დაავადებას სოციალური ქსელის მეშვეობითაც გამოეხმაურა და გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. „როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. მე გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) დიაგნოზი დამისვეს. ამ დაავადებასთან გამკლავება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძინე გამოცდილებაა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ერთ დღეს სცენაზე დავბრუნდე და შეძლებისდაგვარად ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი შვილების, ოჯახის, გუნდის და ყველა თქვენგანის სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის,”- აღნიშნა სელინ დიონმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტად წარადგინეს

შემდეგი სტატია

ანდრეა ბოჩელი ფოტო ლუკა როზეტი

ანდრეა ბოჩელი მუსიკალური კარიერის 30 წლის იუბილეს სამდღიანი კონცერტით აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი