ბარბრა სტრეიზანდის ახალი სინგლი გამოვიდა

„ყველაზე ბნელ პერიოდებშიც კი სიყვარულის ძალას შეუძლია გამარჯვება,” – აღნიშნავს მომღერალი.
ბარბრა სტრეიზანდი
Russell James

ბარბრა სტრეიზანდი 6-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სინგლით დაბრუნდა. Სიმღერა Love Will Survive სერიალისთვის The Tattooist of Auschwitz დაიწერა.

ემოციური კომპოზიცია ფორტეპიანოსა და სიმებიანი საკრავების ფონზე ჟღერს, სადაც 8 გზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის ვიბრატო პოეტურ ტექსტს ერწყმის.

Love Will Survive სტრეიზანდის პირველი სტუდიური ჩანაწერია 2018 წელს გამოცემული Walls-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის მე-12 ადგილზე გავიდა. მას შემდეგ სტრეიზანდს გამოშვებული აქვს რამდენიმე კომპილაცია, საიუბილეო გამოცემა და ლაივ ალბომები, მათ შორის Evergreens და Release Me 2.

„მსოფლიოში ანტისემიტიზმის გააქტიურების გამო, მინდოდა, რომ Love Will Survive ამ სერიალის კონტექსტში მემღერა, როგორც გახსენება იმ ექვსი მილიონი ადამიანის სულებისა, რომლებიც 80 წლის წინ დაიღუპნენ. ასევე მინდოდა მეთქვა, რომ ყველაზე ბნელ პერიოდებშიც კი, სიყვარულის ძალას შეუძლია გამარჯვება,” – აღნიშნა მომღერალმა. 

Love Will Survive სტრეიზანდის პირველი სიმღერაა The Tattooist of Auschwitz-ისთვის და ბოლო მუსიკალური თემაა თავად სერიალში, რომლის პრემიერაც Peacock-ზე 2 მაისს შედგება. კომპოზიცია ჰანს ციმერმა, კარა ტალვმა და უოლტერ აფანასიეფმა დაწერეს. 

The Tattooist of Auschwitz გვიყვება სლოვაკი ებრაელი კაცის ამბავს, სახელად ლალი, რომლის როლსაც ჯონა ჰაუერ-კინგი ასრულებს. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის შემდეგ იგი აიძულეს, ბანაკში შემოსული პატიმრებისთვის მკლავებზე საიდენტიფიკაციო ნომრები ამოესვირინგებინა.

მოუსმინეთ ბარბრა სტრეიზანდის ახალ სინგლს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემინემი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ნიკა მაჩაიძის 2003 წლის ალბომი „შენтыmental” ფირფიტაზე გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი