პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით მსმენელის წინაშე ქართველი და პოლონელი მუსიკოსები წარდგებიან.

28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით ქართველი და პოლონელი მუსიკოსები პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს კონცერტებისა და ლექციების სერიით აღნიშნავენ. პროექტის სახელწოდებაა „pოლონური მუსიკა და მისი გზა – საქართველო 2024”. მისი ინიციატორია ხელოვანთა გაერთიანება Porta Musicae. პროექტი აერთიანებს პოლონელ და ქართველ არტისტებსა და პედაგოგებს, რომელთა მიზანიც კულტურის მეშვეობით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაა.

ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული პოლონელი მუსიკოსები ეწვევიან: მაქსიმილიან ლიპიენი (ჰობოი), პიოტრ ლატო (კლარნეტი), დამიან ლიპიენი (ფაგოტი), იან კალინოვსკი (ჩელო), მარეკ შლეზერი(ფორტეპიანო), ორიანა მასტერნაკი (ვიოლინო) და პაველ კოტლა (დირიჟორი). კონცერტების გარდა, მუსიკოსები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლექციებსა და მასტერკლასებსაც გამართავენ. 

პოლონელ კოლეგებთან ერთად სცენაზე წარდგებიან „საქართველოს სინფონიეტა” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი, რომელთაც პაველ კოტლა უდირიჟორებს. შესრულდება პოლონელი კომპოზიტორების საორკესტრო და კამერული ნაწარმოებები. 

ღონისძიებებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და სამეფო უბნის თეატრი უმასპინძლებს. პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, „საქართველოს სინფონიეტა”, პოლონური ინსტიტუტი თბილისში და Temida Arts and Business. ინიციატივა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროგრამა:

28 აპრილი, 20:00, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი

„ლლლეჯიერო” – ხის ჩასაბერ საკრავთა ტრიო:
მაქსიმილიან ლიპიენი (ჰობოი)
პიოტრ ლატო (კლარნეტი)
დამიან ლიპიენი (ფაგოტი)

29 აპრილი, 19:00, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი 

„კრაკოვ დუო”:
იან კალინოვსკი (ჩელო)
მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო)

პაველ კოტლა (დირიჟორი)
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი

30 აპრილი, 19:00, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ორიანა მასტერნაკი (ვიოლინო)
იან კალინოვსკი (ჩელო)
Olivia Wilson
მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო) 

01 მაისი, 19:00, სამეფო უბნის თეატრი

იან კალინოვსკი (ჩელო)
მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო)
პაველ კოტლა (დირიჟორი)
„საქართველოს სინფონიეტა”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Photography ~ Styling ~ Art Direction – Jaba Kurtishvili

ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა – Can’t Wait

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერი NASA-ს სათაო ოფისს ესტუმრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი