ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა – Can’t Wait

მიუხედავად, იმისა რომ სიმღერა ახალი დაწერილი არ არის, ეს მომღერლის პირველი მუსიკალური ბალადაა.
Photography ~ Styling ~ Art Direction – Jaba Kurtishvili
Photography ~ Styling ~ Art Direction – Jaba Kurtishvili

26 აპრილს ნატალია ნაყოფიას ახალი მუსიკალური ბალადა სახელწოდებით Can’t Wait გამოვიდა. მუსიკა და ტექსტი თავად ნატალიას ეკუთვნის, გიტარა ლაშა დეისაძეა, სიმღერის პროდიუსერები კი ბორიკო შხიანი და დარსი კალუსი არიან.

ნატალია ნაყოფია: 

„ზოგადად შემოქმედებითი პროცესი სხვანაირია, იმ მომენტში რასაც გრძნობ, იქიდან გამომდინარე იწერება სიმღერა. ამ სიმღერის შთაგონება სიძლიერის მოპოვება და პოზიტიური განწყობის დაბრუნებაა, იმის თქმა, რომ წინ უნდა გაიხედო. ერთი სიტყვით, პოზიტიური განწყობის სიმღერაა.

რაც შეეხება შემოქმედებით ნაწილს, ძალიან სახალისო იყო,  განსაკუთრებით ბექების არანჟირება, ე.წ. „გოსპელური“ ხასიათი მივეცი, ძალიან მიყვარს ვოკალური არანჟირების დაწერა და ამ სიმღერის ჩაწერის დროს ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. 

გიტარაზე ლაშა დეისაძე უკრავს, პროდიუსერები ნაწილობრივ ბორიკო შხიანი და ჩემი ერთი ძალიან კარგი მეგობარი ლოს-ანჯელესში, დარსი კალუსი არიან. ნაწილობრივ სიმღერა ბრავო რექორდსში და ნაწილობრივ ლოს-ანჯელესში, სტუდიაში ჩაიწერა. დარსი კაუსი არის მიქსინგ ინჟინერი, ჩამწერი ინჟინერიც და ჩამწერი ინჟინერია ასევე ალეკო ბერძენიშვილი. ძალიან საინტერესო იყო შექმნის პროცესი, იმიტომ, რომ ლოს-ანჯელესში სტუდიამ მოგვცა საშუალება, რომ გამოგვეყენებინა ნამდვილი როუდსი, რაც ძალიან მაგარია. ასევე ჩავწერეთ ორგანი, რამაც Old School ჟღერადობა მისცა სიმღერას. 

ეს სიმღერა ჩემი პირველი ბალადაა, რაც გამომიშვია, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ახალი დაწერილი არ არის. ერთი სიტყვით, როგორი პოზიტიურიც არის თავად სიმღერა, ასეთივე პოზიტიური იყო მისი შემოქმედებითი პროცესი.“

მოისმინეთ ნატალია ნაყოფიას სიმღერა  Can’t Wait

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Მუსიკალური საღამოების სერია Zenaari ნორვეგიელ მუსიკოსს Stain Westerhus-ისა და  Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი) კონცერტს წარმოგიდგენთ

შემდეგი სტატია

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი