ბილი აილიში სიმღერა Chihiro-ს მუსიკალური ვიდეოს ანონსს აქვეყნებს

სიმღერის ვიდეოკლიპი 6 ივნისს გამოვა
ბილი აილიში - (C) Petros Studio
ბილი აილიში – (C) Petros Studio

ბილი აილიშმა 5 ივნისს ახალი  სიმღერის, Chihiro-ს მუსიკალური  კლიპის ანონსი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს გაუმხილა, რომ ვიდეო 6 ივნისს გამოვა.

სიმღერა სახელწოდებით Chihiro სტუდია გიბლის ანიმაციური ფილმის, Spirited Away-ს შთაგონებით არის შექმნილი, სადაც მთავარ გმირს სწორედ ეს სახელი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ბილი აილიში ჰაიაო მაიძაკის ანიმაციების დიდი ხნის თაყვანისმცემელია და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ხუმრობითაც თქვა, რომ Spirited Away-ს პერსონაჟ დრაკონზე იყო შეყვარებული.

ალბომის პროდიუსერი, ტრადიციისამებრ, პოპ-მუსიკოსის ძმა, ფინიასია. Hit Me Hard and Soft ბილი აილიშის მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც 10 ტრეკს მოიცავს. არტისტმა სადებიუტო LP – When We All Fall Asleep, Where Do We Go? – 2019 წელს გამოსცა, 2021 წელს კი მეორე ალბომი – Happier Than Ever წარადგინა. ორივე ნამუშევარი Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი გახდა და პირველ ადგილს კვირაზე მეტხანს იკავებდა. ახალი ალბომის გამოსვლამდე ბილი აილიშს ცალკეული სინგლები არ გაუვრცელებია. როგორც 22 წლის მომღერალმა თავის გულშემატკივრებს აუწყა, მას სურდა, ყველა ნამუშევარი ერთდროულად მიეტანა მსმენელამდე.

აღსანიშნავია, რომ 1 ივნისის მონაცემებით ბილბორდ 200-ში ალბომი Hit Me Hard and Soft  მეორე ადგილზეა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

6 ივნისს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერად კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი