Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
ფოტო: რობერტო რიჩიუტი / Redferns

ჯგუფ Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ებრაელ არტისტთან, დუდუ ტასასთან კოლაბორაციული პროექტის და ისრაელში გამართული კონცერტის გამო კრიტიკის ადრესატი გახდა.  მუსიკოსებმა 26 მაისს თელ-ავივში კონცერტი გამართეს, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე რეაქციები მოჰყვა. 

გრინვუდი და ტასა 2008 წლიდან თანამშრომლობენ. როგორც გიტარისტი აღნიშნავს, ეს კოლაბორაცია განსხვავებულ კულტურებს და რელიგიებს აერთიანებს, რაც მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, მნიშვნელოვანია. „ჩვენ მუსიკოსები ვართ და არა პოლიტიკოსები,” – აღნიშნავს ჯონი გრინვუდი კრიტიკის საპასუხოდ. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯონი გრინვუდის და დუდუ ტასას კონცერტის შესახებ საუბარი სოციალურ ქსელში დაიწყო, აქტივისტთა მოძრაობა  BDS ( „Boycott, Divestment and Sanctions”) იყო. გაერთიანება მხარს უჭერს პალესტინელ ხალხს. ის მსოფლიო ლიდერებს ისრაელის ქმედებების დაგმობისა და საპასუხო რეაქციისკენ მოუწოდებს.  BDS-მა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გაავრცელა. განცხადების ადრესატი ჯგუფი Radiohead იყო. მოძრაობა ბენდისგან მოითხოვს, მომხდარს გაემიჯნოს და ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული. 

აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში ჯონი გრინვუდი ისრაელის მხარდამჭერ საპროტესტო შეკრებაზეც  დააფიქსირეს, რომლის მონაწილეები ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელის 120  მოქალაქის განთავისუფლებას ითხოვდნენ. გამოცემა Jerusalem Post-ის მიხედვით, გრინვუდი დაქორწინებულია ებრაელ არტისტზე, შარონა კატანზე, რომლის ოჯახმა ერთ-ერთი წევრი სამხედრო ოპერაციებს დროს დაკარგა. 

ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე და პალესტინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. მათ შორის არიან მუსიკოსები დუა ლიპა, ჯგუფი Paramore და სხვები. 

რაც შეეხება ჯონი გრინვუდის განცხადებას, გიტარისტი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, მშვიდობა უპირველესი პრიორიტეტია. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გარშემო სიკვდილი და ადამიანების ტანჯვა შევაჩეროთ,” – წერს გრინვუდი. მუსიკოსი ასევე დასძენს, რომ ებრაელი არტისტების მხოლოდ მათი ეროვნების გამო გაჩუმება ამ კონფლიქტის პირობებში არასწორი მიდგომაა.  

წაიკითხეთ ჯონი გრინვუდის ღია წერილი, რომლითაც ის კრიტიკას გამოეხმაურა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილი აილიში - (C) Petros Studio

ბილი აილიში სიმღერა Chihiro-ს მუსიკალური ვიდეოს ანონსს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

„გრეის ანატომიის” მსახიობის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტი კვალავაც სერიალის ერთგული მაყურებელია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი