Bon Jovi ახალი ალბომით დაბრუნდა

Ჯგუფმა ალბომზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვოკალისტ ჯონ ბონ ჯოვის ხმის იოგების ოპერაცია ჩაუტარდა.
ფოტო: მარკ სელიგერი

ცნობილმა ამერიკულმა ბენდმა Bon Jovi-მ ახალი სტუდიური ალბომი წარადგინა. Forever – ასე ჰქვია მათ მე-16 ალბომს, რომელმაც დღის სინათლე 7 ივნისს იხილა. აქამდე ჯგუფის ბოლო ნამუშევარი 2020 წელს გამოსული ალბომი იყო. Billboard 200-ის ჩარტში, რომელიც ალბომების რეიტინგს განსაზღვრავს, ის მე-19 ადგილს იკავებდა. 

2022 წელს სტრიმინგ სერვისმა Hulu-მ დოკუმენტური სერიალი – Thank You, Goodnight – The Bon Jovi Story გამოუშვა. სერიალში ბენდის ვოკალისტი ჯონ ბონ ჯოვი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, უფრო კონკრეტულად კი ხმის იოგებზე ჩატარებულ ოპერაციასა და რეაბილიტაციის რთულ გზაზე საუბრობს. მუსიკოსის თქმით, სწორედ ეს პერიოდი იქცა Forever-ის შთაგონებად. 

„ოპერაციის შემდეგ ბევრი დრო მქონდა. ერთადერთი, რაც შემეძლო, დაჯდომა და სიმღერებზე ფიქრი იყო. ისევ ვიგრძენი სიხარული, ბენდის წევრები კვლავ გამოვედით ნისლიდან  და ერთმანეთთან ურთიერთობა დავიწყეთ. ცხოვრება ხელახლა დავაფასეთ,” – აღნიშნა ჯონ ბონ ჯოვიმ გამოცემა Entertainment Weekly-ის ინტერვიუში.

ალბომი 12 ტრეკს აერთიანებს. ნამუშევარი ჯონ ბონ ჯოვიმ და ჯგუფის წევრებმა – დევიდ ბრაიანმა, ტიკო ტორესმა, ჰიუგო მაკდონალდმა, Phil X-მა, ევერეტ ბრედლიმ და ჯონ შენკსმა შვიდ კვირაში ჩაწერეს. 

მოუსმინეთ Bon Jovi-ის ალბომს – Forever. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსის ანიმაციურ-ბიოგრაფიული ფილმის თრეილერში ფარელს, Jay-Z-ის და კენდრიკ ლამარს ლეგოს სახით იხილავთ

შემდეგი სტატია

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ს ახალ რეკლამაში მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი