არიანა გრანდე სიმღერა Popular-ის ფრაგმენტებს Wicked-ის ტრეილერში ასრულებს

ფილმის პრემიერა მადლიერების დღეს, ნოემბერში შედგება.
არიანა გრანდე და სინტია ერივო ფილმიდან Wicked
არიანა გრანდე და სინტია ერივო ფილმიდან Wicked

2024 წლის Tony Awards-ის საღამოს ბროდვეის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლის, Wicked-ის ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. თრეილერში არიანა გრანდე მიუზიკლის მთავარი სიმღერის, Popular-ის ნაწყვეტებს ასრულებს.

30-წამიან ვიდეოთიზერში მიუზიკლის სახელწოდება Wicked კადრებს შორის ნელ-ნელა ჩნდება. პოპვარსკვლავი არიანა გრანდე ვარდისფერ საპნის ბუსტში ზის, ფონად კი მის მიერ შესრულებული სიმღერა ისმის.

Wicked-ის სრულმეტრაჟიანი ტრეილერი, არიანა გრანდეს სიმღერით, გასულ თვეს გამოქვეყნდა. მანამდე კი მაყურებელმა ტრეილერის მოკლე ვერსია 2024 წლის Super Bowl-ის დროს იხილა.

ახალი ვიდეოთიზერი მას შემდეგ გამოვიდა, რაც არიანა გრანდემ ფილმზე Tonight Show-ში ჯიმი ფელონთან ისაუბრა. შოუში მომღერალმა თავისი ბოლო ალბომიდან Eternal Sunshine სიმღერა The Boy Is Mine შეასრულა. 

ნახეთ მიუზიკლ Wicked-ის უახლესი ვიდეოთიზერი, სადაც არიანა გრანდე სიმღერა Popular-ს ასრულებს. ფილმის პრემიერა მადლიერების დღეს, 2024 წლის 27 ნოემბერს შედგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tape Visitors – ინტერვიუ Newcomers Tbilisi 2024-ის გამარჯვებული ბენდთან

შემდეგი სტატია

თბილისში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი