Diddy-მ ინსტაგრამზე ყველა პოსტი წაშალა, მათ შორის ბოდიშის ვიდეოც

გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ რეპერის პოსტები კვირის დასაწყისში გაქრა.

Diddy-მ მთელი თავისი ინსტაგრამის ანგარიში გაასუფთავა და ყველა პოსტი წაშალა. მათ შორისაა ბოდიშის ვიდეოც, რომელიც მან კეისი ვენტურას მიმართ ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა.

რეპერის ოცმა მილიონმა მიმდევარმა შენიშნა, რომ მისი პოსტები კვირის დასაწყისში ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაქრა. თუმცა მაშინ, როცა ერთი ნაწილი Diddy-ს ამისთვის აკრიტიკებს, მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს მისგან უჩვეულო საქციელი არ არის.

„წლების და, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი Diddy სულ ცვლის თავის ინსტაგრამისა და ტვიტერის ანგარიშებს. მისგან სიახლეს არ წარმოადგენს ძველი საჯარო პოსტების წაშლა,” – წერენ ტვიტერზე. 

Წაშლილ პოსტებს შორის მოხვდა რეპერის ბოდიშის ვიდეოც, სადაც ის თავის საქციელს უპატიებელს უწოდებს. „ძალიან რთულია, გაიხსენო შენი ცხოვრების ყველაზე ბნელი დრო, მაგრამ ხანდახან გიწევს. გაგიჟებული ვიყავი, ბოლომდე დავეცი, მაგრამ თავს არ ვიმართლებ. ჩემი საქციელი ამ ვიდეოში უპატიებელია და სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას მასზე. საზიზღარი ვარ. საზიზღარი ვიყავი, როცა ეს გავაკეთე და საზიზღარი ვარ ახლა,” – ამბობდა რეპერი.

Diddy-ს ყოფილმა მეგობარმა გოგონამ კეისი ვენტურამ რეპერს 2023 წელს უჩივლა. ვენტურა ამტკიცებდა, რომ მუსიკოსი მასზე 11 წლის განმავლობაში გამუდმებით ძალადობდა. მართალია, ვენტურას სარჩელი მეორე დღესვე მორიგებით დასრულდა, თუმცა 2024 წლის 17 მაისს „სიენენმა” 2016 წელს გადაღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც რეპერი ვენტურას სასტუმროს დერეფანში ფიზიკურად უსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ Diddy-მ ვენტურას თავდაპირველი ბრალდებები უარყო, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში. 

ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნიუ-იორკის მერმა რეპერს ნიუ-იორკის სიმბოლური გასაღების დაბრუნება მოსთხოვა, რომლითაც Diddy 2023 წელს დაჯილდოვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჯილდოს მფლობელს მისი უკან დაბრუნება მოსთხოვეს. 

მერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეპერმა გასაღები მერის მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ დააბრუნა და მერიამ ის 10 ივნისს მიიღო. „საშინლად ვგმობ ასეთ ქმედებებს და ვდგავარ ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა გვერდით,” – წერდა მერი წერილში. 

თავად Diddy მის გარშემო არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დისნეი ჯუნიორის „არიელი” პატარა ქალთევზას სრულიად ახალ, მცირეწლოვან აუდიტორიას წარუდგენს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ლონდონური კონცერტების აღსანიშნავად ბუკინგემის სასახლის სამხედრო ბენდმა Shake It Off დაუკრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი