დისნეი ჯუნიორის „არიელი” პატარა ქალთევზას სრულიად ახალ, მცირეწლოვან აუდიტორიას წარუდგენს

ანიმაციური სერიალის შესახებ „ბილბორდი” მის პროდიუსერსა და მთავარი როლის შემსრულებელს ესაუბრა.
დისნეი ჯუნიორის არიელი

დისნეი ჯუნიორი მალე პატარა მაყურებელს ახალ ანიმაციურ სერიალს შესთავაზებს, სახელწოდებით „არიელი”. სერიალი პატარა ქალთევზას მოგზაურობასა და წყალქვეშა მხიარულებას მიჰყვება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

„ვერც კი აღგიწერთ იმ ენთუზიაზმს, რაც ჩვენს სამუშაო სივრცეშია ამ პროექტთან დაკავშირებით,” – აღნიშნავს სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ლინ საუზერლენდი „ბილბორდთან” საუბარში. „ჩვენთვის დიდი პატივია, ჯადოსნური არიელის ახალ სივრცეში შემოყვანა, მისი ახლებურად და ახალი აუდიტორიისთვის დანახვება.”

კითხვაზე, თუ როგორ განსხვავდება არიელის ეს ვერსია ორიგინალი 1989 წლის პრინცესისგან ან 2023 წლის ფილმის გმირისგან, საუზერლენდი ამბობს, რომ დისნეი ჯუნიორის ქალთევზა მცირეწლოვანია, მაგრამ თვითდაჯერებული. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არიელს ჰქონოდა თავდაჯერებულობის გრძნობა, ის, რომ 8 წლის ასაკში მან უკვე იცის, ვინ არის. ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ იზრდება ის და მისი წარმოდგენაც საკუთარ თავზე ფართოვდება.”

Პატარა არიელს 12 წლის მსახიობი მაიკალ-მიშელ ჰარისი ახმოვანებს. „ამ ვერსიაში ჩვენ ვხედავთ ყველაზე პატარა არიელს, რაც კი აქამდე გვინახავს, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ მისთვის ისეთი თვისებები მიგვემატებინა, რომლებიც შესაძლოა მცირე ასაკში ჰქონოდა,” – ამბობს ჰარისი. მისი აზრით, პატარა მაყურებელი ამ სერიალიდან გაიგებს, რომ  „უნდა იყო ის, ვინც ხარ, უნდა გიყვარდეს შენი თავი და მოგწონდეს ის, რაც მოგწონს.”

სერიალის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ასევე არის არიელის ურთიერთობა მამასთან – ტრიტონთან. „თითქოს, ასეთი აღქმაა შავკანიანი მამების, რომ ისინი მკაცრები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ტრიტონი მეფეა, როცა ის შვილებთანაა, უბრალოდ მამაა, რომელსაც ესმის მათი და უყვარს ისინი,” – ამბობს საუზერლენდი.

„არიელის” პრემიერა 27 ივნისს შედგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air-ის საიუბილეო მე-15 სეზონი დაიწყო

შემდეგი სტატია

Diddy-მ ინსტაგრამზე ყველა პოსტი წაშალა, მათ შორის ბოდიშის ვიდეოც

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი