ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაკავების შემდეგ დუმილი დაარღვია

მომღერალი 17 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი The Forget Tomorrow World Tour-ის ფარგლებში ვანკუვერში
The Forget Tomorrow World Tour

დაკავების შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკმა დუმილი დაარღვია. ტურნეს ფარგლებში  ჩიკაგოში გამართული კონცერტის დროს მომღერალი ინციდენტს გამოეხმაურა.

„რთული კვირა იყო,” – უთხრა ტიმბერლეიკმა აუდიტორიას. „ვიცი, რომ ხანდახან რთულია, გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ მაინც განაგრძობთ ჩემს სიყვარულს. ჩვენ ერთად გამოვიარეთ კარგი და ცუდი მომენტები… მაგრამ თქვენ აქ ხართ და მეც აქ ვარ და ამ მომენტს ვერაფერი შეცვლის.”

ტიმბერლეიკი 17 ივნისს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც „ბილბორდმა” მოიპოვა, ჯასტინი გზაზე მას შემდეგ გააჩერეს, რაც გაჩერების საგზაო ნიშანს არ დაემორჩილა, გზა განაგრძო და ამასთანავე, ვერ ახერხებდა მოძრაობის თავის ზოლში შენარჩუნებას. 

„როგორც გაირკვა, ბრალდებული მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მისი თვალები ჩაწითლებული და გაშტერებული იყო. ჰქონდა ალკოჰოლის ძლიერი სუნი, რომელსაც სუნთქვის დროს გამოყოფდა. მას არ შეეძლო კონცენტრირება, ჰქონდა შენელებული საუბარი, ვერ ახერხებდა ფეხზე მყარად დგომას და ვერ გაიარა სტანდარტული სიფხიზლის ტესტები,” – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოყვანილია თავად ტიმბერლეიკის ციტატაც: „ერთი მარტინი დავლიე და ჩემს მეგობრებს სახლში გავყევი.”

ტიმბერლეიკის შემდეგი სასამართლო მოსმენა 26 ივლისს ჩაინიშნა – იმ დღეს, როცა მომღერალი კონცერტს კრაკოვში მართავს Forget Tomorrow მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი პრინც უილიამთან და მის შვილებთან ერთად კულისებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი