Browsing Tag

Justin Timberlake

17 posts

ბრიტნი სპირსი ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე ცეკვავს

როგორც ჩანს, ბრიტნი სპირსსაც კი უყვარს ჯასტინ ტიმბერლეიკის მოსმენა. ვიდეოში, რომელიც პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე გააზიარა, მწვანე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სპირსი გემზე ცეკვავს. ფონად კი ტიმბერლეიკისა და Timbaland-ის Carry Out ისმის. შემდეგ სპირსი გემის კაპიტანს მიმართავს და ამბობს: „მე და ეს კაცი…

ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ ლაიმის დაავადება აქვს

Forget Tomorrow World Tour-ის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ ტურნეს პარალელურად ლაიმის დაავადებას ებრძოდა. ინსტაგრამის პოსტში პოპვარსკვლავმა ტურნეს ფოტოები გააზიარა და დაწერა: „რადგან ტურნეს ვაჯამებ, მინდა, რომ ცოტა მეტი გითხრათ, თუ რა ხდება ჩემს თავს. სხვა პრობლემებთან…

ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში ჩატარებული კონცერტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

23 ივლისს Starring Georgia-ს ფარგლებში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართა. პოპვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე” წარდგა. შოუდან რამდენიმე დღის შემდეგ, 27 ივლისს, მუსიკოსმა სოციალურ ქსელში საქართველოში ჩატარებული კონცერტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. „საქართველო! კარგი იყო!” – წერს მომღერალი პოსტის აღწერაში. ჯასტინ…

„პოპის პრინცი” – ჯასტინ ტიმბერლეიკი

30 წელიწადზე მეტია, რაც ჯასტინ ტიმბერლეიკი მისი თაობის ერთი-ერთი ყველაზე კაშკაშა პოპვარსკვლავია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც კიდევ უფრო დიდი ფენომენი, ვიდრე უბრალოდ ვარსკვლავია: ჯასტინ ტიმბერლეიკი – ეს თვითმყოფადი იმპერიაა. მისი მუსიკა აერთიანებს პოპს, ფანკს, R&B-სა და ჰიპ-ჰოპს. მისი შემოქმედება კი…

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა მსურველებს TKT.ge/JustinTimberlake-ზე და Super App-ში შეუძლიათ. ბილეთების ფასი 125 ლარიდან იწყება, გარკვეულ კატეგორიებზე კი კონკრეტული სახის შეთავაზებები მოქმედებს.  უკვე დასრულდა ე.წ. Pre Sale, რომელიც Starring Card-ის მფლობელებს საშუალებას აძლევდა, შეზღუდული…

თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში კონცერტს ჯასტინ ტიმბერლეიკი გამართავს. ქართველი გულშემატკივრის წინაშე მსოფლიო მეგავარსკვლავი 23 ივლისს „დინამო არენაზე” წარდგება. განცხადებას ამის შესახებ Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ერთი დღით ადრე Starring Georgia-მ ვიდეოანონსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული კონცერტის თარიღი და ადგილი…

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

თვეების წინ ჯასტინ ტიმბერლეიკი მანქანის სავარაუდო არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს ჰემპტონში დააკავეს. თავდაპირველ სასამართლო პროცესზე მომღერალმა წაყენებული ბრალი უარყო, ამჯერად კი ის საგ ჰარბორ ვილიჯის სასამართლოში წარდგება, რათა საქმე საპროცესო შეთანხმებით დაასრულოს. Billboard დამატებითი ინფორმაციისათვის ტიმბერლეიკის ოფიციალურ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა.  ერთ…

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

18 ივნისს ჯასტინ ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას გააჩერა, მეორე დილით კი მომღერალი სამართალდამცავებმა დააკავეს. გარდა მედიის ყურადღებისა, აღმოჩნდა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაღებული არტისტის ფოტოები შემოქმედებით შთაგონებად და ხელოვნების ნიმუშად იქცა. ფოტოების ინსპირაციით შექმნილი ნამუშევრები  საგ ჰარბორში მდებარე გალერეაშია…

ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაკავების შემდეგ დუმილი დაარღვია

დაკავების შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკმა დუმილი დაარღვია. ტურნეს ფარგლებში  ჩიკაგოში გამართული კონცერტის დროს მომღერალი ინციდენტს გამოეხმაურა. „რთული კვირა იყო,” – უთხრა ტიმბერლეიკმა აუდიტორიას. „ვიცი, რომ ხანდახან რთულია, გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ მაინც განაგრძობთ ჩემს სიყვარულს. ჩვენ ერთად გამოვიარეთ კარგი და ცუდი მომენტები……

ჯასტინ ტიმბერლეიკი დააკავეს

ჯასტინ ტიმბერლეიკი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნიუ-იორკში რესტორნიდან მეგობრის სახლში მიდიოდა. როგორც ტიმბერლეიკის ადვოკატმა „სიენენს” უთხრა, მომღერალი ამჟამად გათავისუფლებულია და წარდგენილი აქვს ბრალდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც „ბილბორდმა” მოიპოვა, ტიმბერლეიკმა პოლიციას…