Billboard Georgia-ს გუნდი Penske Media Corporation-ის წარმომადგენელს შეხვდა

დებაშიშ გოში Penske Media Corporation-ის საერთაშორისო ბაზრის მმართველი დირექტორია.

საქართველოს Billboard Georgia-ს სპეციალური ვიზიტით ცნობილი მედია კორპორაციის, Penske Media Corporation-ის წარმომადგენელი, დებაშიშ გოში ეწვია. დებაშიშ გოში PMC-ის საერთაშორისო ბაზრის მმართველი დირექტორია. Penske Media Corporation აერთიანებს ისეთ ცნობილ და გავლენიან მედია ბრენდებს, როგორებიც არის: Billboard,  Rolling Stone, Variety, WWD, ARTnews, Deadline, Hollywood Reporter და სხვა მსოფლიოში აღიარებული პლატფორმები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ Silknet-ის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ Billboard Georgia სწორედ კომპანია Silknet-ის ციფრული ეკოსისტემის ნაწილია.

დებაშიშ გოშის სამუშაო ვიზიტი საქართველოში და Billboard-ის ოფიციალური მაუწყებლის, Billboard Georgia-ს გუნდთან შეხვედრის მიზანი განვლილი პერიოდის შეჯამებას და ახალი სამოქმედო გეგმის განხილვას ისახავდა მიზნად. დებაშიშ გოშმა სამუშაო შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს გაუსვა ხაზი, როგორიც არის Billboard Georgia-ს ახალ საერთაშორისო პროექტებში ჩართვა, სხვადასხვა ქვეყანაში Billboard-ის მაუწყებლებთან საქმიანი კავშირების გაღრმავება და მსოფლიო მასშტაბით ქართული მუსიკალური სცენის პოპულარიზაცია.  

Billboard Georgia-ს გუნდი საერთაშორისო პლატფორმასთან კოორდინაციით გეგმავს, მალე მკითხველს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე წარუდგინოს. ახალი პროექტები და სტრატეგია მიზნად ისახავს ერთი მხრივ საქართველოში მუსიკალური ჟურნალისტიკის გაძლიერებას და მეორე მხრივ ქართველი არტისტებისათვის საერთაშორისო ცნობადობისათვის საჭირო წინაპირობების  შექმნას.

შეხვედრაზე Billboard Georgia-ს გუნდმა დებაშიშ გოშს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის გამოწვევების გააცნო. ასევე განიხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც Billboard-ის ქართულ მედია ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე გადაიდგა. 

დაგეგმილი პროექტების შესახებ სიახლეებს Billboard Georgia თავის აუდიტორიას და მუსიკალური სცენის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაუზიარებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ჩვენი მუსიკით სოციალურ რეალიზმზე ვყვებით” – ინტერვიუ The Tiger Lillies-თან

შემდეგი სტატია

თუფაქ შაკურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუეინ დევისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი