ნახეთ კენდრიკ ლამარის ვიდეოკლიპი Not Like Us

ზაფხულის სიმღერას, როგორც იქნა, ოფიციალური ვიდეო აქვს.

ვიდეო, რომელსაც გულშემატკივრები ყველაზე მეტად ელოდნენ, როგორც იქნა, გამოვიდა. კენდრიკ ლამარის სიმღერა Not Like Us, რომელიც რეპერის მუსიკალური თავდასხმაა დრეიკზე და რომელმაც 8 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ში, ჯერ კიდევ თავისი წარმატებით ტკბება. კომპოზიცია ისმის კლუბებში, სპორტულ არენებზე, საბავშვო წვეულებებზე და ა.შ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ორი თვის განმავლობაში ყველა არხის დომინანტია და კენდრიკმა The Pop Out-ის კონცერტის ბოლოს ის რამდენჯერმე შეასრულა, ფანები განსაკუთრებულად ელოდნენ მის ვიდეოს. 

მას შემდეგ კი, რაც ვიდეოკლიპიდან რამდენიმე კადრმა გაჟონა, კენდრიკმა საბოლოოდ ვიდეო სრულად გამოაქვეყნა. კლიპის რეჟისორები თავად რეპერი და დეივ ფრი არიან (რომლის კამეოც არის კლიპში). სახალისო ვიდეო რამდენიმე მონაკვეთში პირდაპირ ასახავს სიმღერის ტექსტს. 6-წუთიანი კლიპის კულმინაციას კი ის სცენა წარმოადგენს, სადაც კენდრიკი მის საცოლე უიტნი ალფორდთან და მათ ორ შვილთან ერთად პოზირებს, სანამ ყველანი ცეკვას დაიწყებენ. ეს არის გაბათილება დრეიკის Family Matters-ში გამოთქმული აზრისა, სადაც ის ამტკიცებდა, თითქოს, ალფორდი და ლამარი ერთმანეთს დაშორდნენ და რეპერი შვილებს რეგულარულად არ ნახულობდა.  

როგორც ჩანს, ვიდეო კიდევ უფრო გაახანგრძლივებს Not Like Us-ის პოპულარობას.

ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები Netflix-ის Beckham-ის ბრიტანულ პრემიერაზე. 2023 წლის 3 ოქტომბერი, ლონდონი. ფოტო: გარეტ კატერმოლი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა ქორწილიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს

შემდეგი სტატია

გარდაიცვალა ლიანა ისაკაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი