ბრიტანული ბენდი Jungle 18 აგვისტოს საქართველოს ეწვევა 

ბენდის შემოქმედების ქვაკუთხედი ვიზუალია, მთავარი ხიბლი კი – თავისუფლება.
Jungle – ჯოშ ლოიდ-უოტსონი და ტომ მაკფარლენდი
Anna Victoria Best

Jungle ბრიტანული მუსიკალური პროექტია, რომელიც 2013 წელს პროდიუსერმა მეგობრებმა ჯოშ ლოიდ-უოტსონმა და ტომ მაკფარლენდმა დააფუძნეს. ჯოში და ტომი ბავშვობის მეგობრები და კარის მეზობლები იყვნენ და ერთად დადიოდნენ სკოლაშიც. მათი მუსიკალური დებიუტი ინდი-ბენდ Born Blonde-ში შედგა, რომელმაც მხოლოდ ერთი ალბომი გამოსცა 2012 წელს. 2013 წელს კი მეგობრებმა Jungle ჩამოაყალიბეს.

Jungle-ის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ აქცენტი გაკეთებულიყო არა წყვილის იდენტობაზე, არამედ იმაზე, რაც მათი მუსიკის გარშემო ხდებოდა. ამიტომ დასაწყისში ჯოში და ტომი თავიანთ სახელებსა და სახეებს მალავდნენ და ცნობილი იყვნენ, როგორც J და T. 

წლების განმავლობაში Jungle იქცა კოლექტივად, რომელიც ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. მუსიკის სცენაზე შესასრულებლად კი ბენდი შვიდწევრიან ჯგუფამდე განივრცო, რომლის სოლისტებიც J და T იყვნენ. 

Jungle
Charlie De Placido

პირველი სინგლი – The Heat – 2013 წლის ოქტომბერს გამოუშვეს. ბენდის პირველმა ვიდეოკლიპებმა კი ის კონცეფცია წარადგინა, რაც შემდეგ გახდა დომინანტი და სავიზიტო ესთეტიკა ბენდის მუსიკალური კლიპებისთვის. შემდეგ იყო სინგლი Busy Earnin’, რომელიც გამოშვებისთანავე საყოველთაო სიმღერად იქცა – ის ჟღერდა რადიოში, რეკლამებში, სატელევიზიო შოუებში…

2013 წლის დეკემბერში Jungle წარდგენილი იყო ბიბისის Sound of 2014 ჯილდოზე. 2014 წელს კი ბენდმა დაუკრა ჯიმი კიმელის შოუში და ასევე გლასტონბერის ფესტივალზე. 

2014 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომიც, სახელწოდებით Jungle. ალბომი ოქროს სერტიფიკატის მფლობელი გახდა და Billboard 200-ში 84-ე ადგილით შევიდა.

შემდეგ იყო შოუები სრული ანშლაგით და მერკურის დაჯილდოების ნომინაცია. „შოკში ვიყავით ალბომის წარმატებით,” – უთხრა უოტსონმა „ბილბორდს”. „ჩვენ მართლა მარტო იმას ვფიქრობდით, რომ ადგილობრივ კლუბში დაგვეკრა და ეს ჩვენთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ წარმატების ქარიშხალი დაგვატყდა თავს.”

„ჩვენს თავს დიდი გამოწვევები დავუსახეთ, როგორც სტუდიაში, ასევე სცენაზე და ვფიქრობ, ეს თავის შედეგებს გვაძლევს. Ჩვენ რომ გვეფიქრა: „შევიდეთ სტუდიაში, გავაკეთოთ სიმღერა, ვიღაცას გადავაღებინოთ კლიპი, მერე ცოცხლად ვიმღეროთ და სახლში წავიდეთ”, ეს არ იქნებოდა ის ყოვლისმომცველი გამოცდილება, რაც ჩვენ გსურს, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნისგან მივიღოთ,” – უთხრა ტომ მაკფარლენდმა Rolling Stone-ს.

სწორედ ასეთი ამომწურავი მიდგომა გახდა Jungle-ის საყოველთაო წარმატების გამწევი ძალა. მათი შემოქმედების ქვაკუთხედი ვიზუალია, მთავარი ხიბლი კი – თავისუფლება, რომელიც საკუთარი ლეიბლის დაარსების შემდეგ მოიპოვეს, რათა სრული კონტროლი ჰქონოდათ თავიანთ შემოქმედებაზე. 

„ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და ეს ძალიან იშვიათია მუსიკალურ ინდუსტრიაში,” – ამბობს მაკფარლენდი. „არავინ გვიზის და გვეუბნება, რომ საკმარისი ტიკტოკ გამომწერები არ გვყავს ან საკმარისად არ ვპოსტავთ ინსტაგრამზე. არავინ მიგვითითებს, რა გავაკეთოთ. ეს ჩვენთვის კარტ-ბლანშია.”

სწორედ მათ ლეიბლზე გამოვიდა ბენდის ბოლო, მეოთხე ალბომი Volcano, რომელიც ასევე მოხვდა Billboard 200-ში, დიდი ბრიტანეთის ჩარტში კი მესამე ადგილი დაიკავა. ალბომის ერთ-ერთმა ჰიტმა Back on 74 ოქროს სტატუსი მოიპოვა და ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტში მეოთხე ნომრად შევიდა. ალბომის წყალობით ბენდი 2024 წლის Brit Awards-ის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის კატეგორიაში.

ამჟამად Jungle სწორედ Volcano-ს მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც 18 აგვისტოს საქართველოსაც ეწვევა და კონცერტს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი