სერენა უილიამსმა კენდრიკ ლამარის ახალ ტრეკს Not Like Us ზაფხულის ჰიტი უწოდა

2010-იანი წლების დასაწყისში ვრცელდებოდა ხმები, რომ სერენა უილიამსი დრეიკს ხვდებოდა.
ფოტო: ერიკა გოლდბრინგი/Getty Images

სერენა უილიამსმა ნიუ ორლეანში გამართულ  ESSENCE-ის ფესტივალზე საუბრისას კენდრიკ ლამარის ახალი ტრეკისადმი აღფრთოვანება გამოხატა. ჩოგბურთელმა Not Like Us-ს ზაფხულის ჰიტი უწოდა. 

როგორც უკვე ცნობილია, კენდრიკ ლამარი ახალი ტრეკით დრეიკს უპირისპირდება. 2010-იანი წლების დასაწყისში ვრცელდებოდა ხმები, რომ დრეიკი და სერენა უილიამსი ერთმანეთს ხვდებოდნენ. 

2015 წელს დრეიკი და უილიამსი კვლავ ერთად შენიშნეს. ფანები ფიქრობდნენ, რომ წყვილი ურთიერთობის ახალ ეტაპზე იყო, თუმცა ჩოგბურთელის წარმომადგენელმა უილიამსის და დრეიკის რომანის შესახებ ჭორები უარყო. 2017 წელს უილიამსმა სოციალურ ქსელ Reddit-ის თანადამფუძნებელზე, ალექსის ოჰენიანზე იქორწინა. მათ ამჟამად ორი შვილი ჰყავთ. 

2022 წელს ალექსის ოჰენიანი დრეიკმა თავის ტრეკში გააკრიტიკა. დრეიკს ოჰენიანი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა „მიზეზი, რატომაც ყოველთვის ვიმარჯვებ, არის ის, რომ შეუპოვრად საუკეთესო ვარ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ,” – წერდა ალექსოს ოჰენიანი. 

რაც შეეხება ტრეკს Not Like Us, ნამუშევარი Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მესამე ადგილს იკავებს. კენდრიკ ლამარმა ტრეკზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო 4 ივლისს გამოაქვეყნა. კლიპის რეჟისორო თავად რეპერია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრევის კელსი ტეილორ სვიფტთან ერთად 2024 წლის 28 იანვარს ბალტიმორში, მერილენდი. ფოტო: პატრიკ სმიტი

თაყვანისმცემლები ტეილორ სვიფტისა და ტრევის Eras Tour-ის იუბილეს აღნიშნავენ. „ჩვენი დროის უდიდესი სიყვარულის ისტორია”

შემდეგი სტატია

არტისტები, რომლებიც შესაძლოა 2025 წლის „გლასტონბერის” ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი