არტისტები, რომლებიც შესაძლოა 2025 წლის „გლასტონბერის” ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ

წელს ფესტივალის ჰედლაინერები დუა ლუპა, Coldplay და SZA იყვნენ.
ფოტო: კევინ მაზური

ინგლისის ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალი „გლასტონბერი”  28-30 ივნისს გაიმართა. ჰედლაინერები დუა ლუპა, Coldplay და SZA იყვნენ. ფესტივალის ამ სეზონმა 200 000 მსმენელი გააერთიანა. ჰედლაინერების გარდა, აუდიტორიის წინაშე არაერთი ცნობილი მუსიკოსი წარდგა. მათ შორის იყვნენ, როგორც ძველი სახეები, ასევე ახალბედები.  

მუსიკის მოყვარულებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება ჰედლაინერი 2025 წლის სეზონზე. ფესტივალის ხელმძღვანელმა ემილი ევისმა დაადასტურა, რომ შემდეგი წლის „გლასტონბერის” ლაინაფზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 

Billboard გვთავაზობს იმ შემსრულებლების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა მსმენელმა 2025 წელს „გლასტონბერის” ჰედლაინერის ამპლუაში იხილოს.

Oasis

ძმებმა გალაჰერებმა ჯგუფი 1991 წელს ჩამოაყალიბეს. „გლასტონბერის” ჰედლაინერები ისინი 2004 წელს იყვნენ. 2009 წელს ჯგუფი დაიშალა, თუმცა ორივე მათგანმა მუსიკალური კარიერა გააგრძელა და მსმენელებში ყოველთვის არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა ჯგუფი გაერთიანდეს. 

ტეილორ სვიფტი

არის წინაპირობები, რომ 2025 წლის „გლასტონბერის” ჰედლაინერი ტეილორ სვიფტი იყოს. 2020 წელს ის ფესტივალის მთავარ შემსრულებლად დასახელდა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო, ღონისძიება გადაიდო. 

ჰარი სტაილსი

ჰარი სტაილსი „გლასტონბერის” ჰედლაინერებს შორის ჯერ არასდროს ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს.

სემ ფენდერი

გასულ ათწლეულში ბრიტანელი არტისტის, სემ ფენდერის ფესტივალის ჰედლაინერებს შორის ხილვის შანსები ძალიან მცირე იყო. თუმცა, მისი ახალი ალბომი Seventeen Going Under ბრიტანული ჩარტების ლიდერი გახდა და მუსიკოსის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს ფენდერმა „გლასტონბერის” ჰედლაინერის, ბილი აილიშის გამოსვლის წინ დაუკრა. წარმატებული ალბომის შემდეგ კი სემ ფენდერი შესაძლოა თავადვე გახდეს ჰედლაინერის სტატუსის მფლობელი. 

Raye

„გლასტონბერის” ფესტივალის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა, სცენა ქალი არტისტებისათვის დაეთმო. სხვადასხვა დროს ფესტივალის ჰედლაინერად ვიხილეთ Florence + The Machine, ადელი, ბილი აილიში, დუა ლიპა და  SZA. „გლასტონბერის” ეს სტრატეგია, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაგრძელდება და ამ შემთხვევაში ინგლისელი ქალი არტისტი  Raye კარგი კანდიდატურაა. 2023 წელს არტისტმა გლობალური ჰიტი Escapism გამოსცა. ნამუშევარმა მუსიკალური ჩარტებში დადებითი შედეგები აჩვენა. აღსანიშნავია, რომ მაისში მომღერალი BBC Radio 1-ის ფესტივალის ჰედლაინერიც იყო. 

მადონა

დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ მადონას „გლასტონბერის” ფესტივალზე ჰედლაინერის სტატუსს სთავაზობენ, თუმცა, 2024 წელს მომღერალმა

უარი ჰონორარის სიმცირის გამო თქვა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები შესაძლოა ამჯერად წარმატებით დასრულდეს და 2025 წელს მადონა „გლასტონბერის” მთავარი შემსრულებელი იყოს. 

რიანა

რიანაც იმ არტისტებს შორისაა, რომლის „გლასტონბერიზე” მონაწილეობის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ. მიუხედავად რიანას მუსიკალური პაუზისა, ფანები მუდამ ელიან, რომ არტისტი თავის შემოქმედებას აქტიურად დაუბრუნდება. 

ოლივია როდრიგო

ამჟამად მომღერალი მუსიკალურ ტურნე GUTS World Tour-ის ფარგლებში კონცერტებს მართავს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს მისი „გლასტონბერიზე” მონაწილეობა წარმატებული იყო, არტისტი შესაძლოა 2025 წლის ჰედლაინერად ვიხილოთ. 

Dave

ბრიტანელმა რეპერმა ბოლო წლებში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მუსიკალურ ჩარტებში მისი პოზიციონირების, მუსიკალური კრიტიკოსების გამოხმაურებისა და აქტუალობის გათვალისწინებით, Dave შესაძლოა 2025 წლის „გლასტონბერის” ჰედლაინერიც იყოს. 

Fred again..

ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი არტისტი „გლასტონბერის” ჰედლაინერად უკვე ორი ათწლეულია არ ყოფილა. შესაძლოა ეს ყველაფერი 2025 წელს შეიცვალოს. Ამ შემთხვევაში ბრიტანელი არტისტი სასცენო სახელით Fred again.. ჰედლაინერის სტატუსისათვის შესაფერისი  კანდიდატი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სერენა უილიამსმა კენდრიკ ლამარის ახალ ტრეკს Not Like Us ზაფხულის ჰიტი უწოდა

შემდეგი სტატია

აუდიო-ვიზუალური ფესტივალი TKESHI ახალი სეზონით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი