ნოდარიკო ხუციშვილის და სიმონ ბითაძის ახალი სიმღერა „არემარე“

„სიმღერისთვის გვინდოდა ან „არემარე“ დაგვერქმია ან „ხან ისე ვარ, ხან ესე“, მისამღერშიც არის სიტყვა არემარე, ამაზე პატარა გამოკითხვაც კი გავაკეთეთ, თუმცა საბოლოოდ სიმღერას „არემარე“ დავარქვით.“

ქართველმა მუსიკოსმა ნოდარიკო ხუციშვილმა ახალი სიმღერა სახელწოდებით  „არემარე“ გამოაქვეყნა. სიმღერა ბედნიერებისა და მხიარული განწყობის ხასიათის მატარებელია და ზაფხულის დღეებს გაგიფერადებთ.

სიმღერის იდეა ბენდის წევრ სიმონ ბითაძეს ეკუთნის, შემდეგ კი ნოდარიკო ხუციშვილმა მასზე ტექსტი და მელოდია ააგო, ვიდეოკლიპი ლაშა ჩაგელიშვიმა გადაიღო, ხოლო მის მხატვრულ გაფორმებაზე ნანა გაბელაიამ იზრუნა.

ნოდარიკო ხუციშვილი:

„ამ სიმღერის ისტორია ასე არის რომ, სიმონიკოს (სიმონ ბითაძის), რომელიც ჩემი ბენდის წევრიც არის, მაგრამ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთი წლიდან ვიცნობ და ასე გამოვიდა, რომ ბენდშიც ერთად ვართ. მთელი ბენდი ასე ვართ ზოგადად – ჯერ მეგობრები ვიყავით და მერე შეიქმნა ბენდი. მოკლედ სიმონიკოს რამდენიმე წელია უკვე რაღაც ტრეკი ჰქონდა, ოღონდ მელოდიის გარეშე. მხოლოდ ბასის პარტია ჰქონდა. ცოტა ხნის წინ თვითონ მისამღერის ერთი პატარა კუპლეტი წაიღიღინა და რამე ხომ არ გავაკეთოთო და ამის შემდეგ დავჯექი სახლში და მთელი ეს მელოდია და ტექსტი დავწერე. კონცეფცია ის არის, რომ ეს არის ბედნიერი სიმღერა, ზაფხულში რომ თან წაიღებ, ეგეთი სიმღერაა, მხიარული და ყოველი დღე რომ უნდა გიხაროდეს, ალბათ ამაზეც არის. „გაიღიმე“ – ამ სიტყვით იწყება სიმღერა, მერე ალბათ ყველაფერი ჩანს. კიდევ ერთი საყვარელი დეტალი ის არის, რომ სიმღერის სტრუქტურას რომ ვაგებდით, ერთი მომენტი იყო, სადაც რეჩიტატივი სჭირდებოდა, თითქოს რეპი, და მართლა ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ლექსი, რომელსაც ერქვა „ხან ისე ვარ ხან ასე ვარ“ და უცებ პირდაპირ დავიწყე ამ ლექსის კითხვა და ზუსტად დაჯდა ქრონომეტრაჟშიც და ყველაფერში.

მოკლედ,  სიმონიკოს ამ  ძველი დაწერილი ტრეკისგან, ჩემი დაწერილი ლექსისგან და ახალი მელოდიისგან შეიქმნა ასეთი ამბავი. კლიპიც ისეთია, ჩემთან არის სახლში, საგარეჯოში გადაღებული და სცენარის ავტორი მე ვარ. ძირითადად ყველა კლიპზე იდეა ჩემია, ჩვენი მეგობარი ნანა გაბელაია დაგვეხმარა კლიპის მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ჩემი მეგობარი ლაშა  ჩაგელიშვილი იყო  ოპერატორი და უკვე ტექნიკურად ყველაფერს ის აკეთებდა. ძალიან ვუგებთ ერთმანეთს და კლიპიც ეგეთია, რომ ძალიან ნამდვილია. რასაც ვაკეთებთ, სულ ვერთობით და ვმაიმუნობთ, ზუსტად ასეთია ეს კლიპიც და სიმღერასაც ამ ბედნიერების მომტანი განწყობით ემთხვევა.

სიმღერისთვის გვინდოდა  „არემარე“ დაგვერქმია ან „ხან ისე ვარ, ხან ასე“. მისამღერშიც არის სიტყვა „არემარე“, ამაზე პატარა გამოკითხვაც კი გავაკეთეთ და საბოლოოდ „არემარე“ დავარქვით. 

ნახეთ ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა „არემარე“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში

შემდეგი სტატია

შელი დიუვალი - ფოტო: რეგ ინელი

შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი