eZo Festival-ის ფერადი დღეები გრძელდება

მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე eZo Festival-ის მომდევნო საღამო 19 ივლისს გაიმართება.

გამორჩეული სივრცის მქონე ფერადი და მხიარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი eZo Festival თბილისში წელს უკვე მეცხრე წელია რაც ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი დასამახსოვრებელი დღე აჩუქა დამსწრეებს. ეზო ფესტივალი Mzesumzira Community-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალია, სადაც ზაფხულის ცხელ დღეს შეგიძლია გაერთო, სასიამოვნო გარემოში დაისვენო და მუსიკით დატკბე. წლევანდელი ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა, მომდევნო საღამო კი 19 ივლისს გაიმართება. 

ვახუნა ქავთარაძე, eZo Festival-ის ორგანიზატორი:

„წელს მეცხრე წელია, რაც eZo Festival ტარდება, მუსიკალური კუთხით წელს მთლიანად ქართველ არტისტებზე, ლეიბლებზე თუ მუსიკალურ სკოლებზე კეთდება აქცენტი. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასშტაბის გასაქანი ლოკალურ სცენას აქამდე არ ქონია. ჩვენთვისაც და მათთვისაც ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.”

Მნიშვნელოვანია ასევე, რომ წლევანდელი ფესტივალი თამამად შეიძლება დასახელდეს ყველაზე ეკომეგობრულ ფესტივალად, რაც წლევანდელ ინიციატივაში გამოიხატება. Greener EZO-ს ინიციატივის ფარგლებში წელს ფესტივალმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნარჩენების შემცირებისკენ და  მდგრადობისკენ. 

„მწვანე პოლიტიკის მიზანია ფესტივალის სრულად გაწმენდა გადაუმუშავებელი ნარჩენებისგან. ამ ეტაპზე პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლება შევძელით შუშის ბოთლებით, რომლებიც სრულად მიდის გადამუშავებაზე. ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ფესტივალის სტუმრების ჩართვა პროცესში, შესაბამისად ლოკაციაზე მოეწყო 40 პუნქტი, სადაც შუშის, პლასტმასისა და სხვა ნარჩენების განცალკევება არის შესაძლებელი. პირველმა ივენთმა ამ მხრივ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ წინაც დიდი გზა გვაქვს.

პროექტში eZo Festival-ის პარტნიორები არიან CENN, UNDP და ნორვეგიის საელჩო.”

eZo Festival-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის ტრეკი Not Like Us ახალი ვიდეო თამაშის შთაგონებად იქცა

შემდეგი სტატია

კიმ და ქლოი კარდაშიანებმა ანდრეა ბოჩელისთან ერთად ცნობილი ინტერვიუთი შთაგონებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი