კენდრიკ ლამარის ტრეკი Not Like Us ახალი ვიდეო თამაშის შთაგონებად იქცა

ვიდეო თამაშების დიზაინერმა რიჩი ბრენსონმა Not Like Us: The Game 15 ივლისს წარადგინა.
Michael Blackshire / Los Angeles Times / Getty Images

კენდრიკ ლამარის ახალი ტრეკი, Not Like Us, აქტუალობას არ კარგავს. სიმღერა, რომლის ტექსტითაც ლამარი დრეიკს უპირისპირდება, ამჯერად ახალი ვიდეო თამაშის შთაგონება აღმოჩნდა.

ვიდეო თამაშების დიზაინერმა რიჩი ბრენსონმა Not Like Us: The Game 15 ივლისს წარადგინა. თამაშის მთავარი ავატარი კენდრიკ ლამარის ავატარია, რომელიც სხვადასხვა დაბრკოლების დაძლევას ცდილობს. თამაში სხვადასხვა დონეს მოიცავს, რის პარალელურადაც დავალებებიც რთულდება.

ბრენსონი სოციალურ ქსელ X-ზე წეს, რომ სხვადასხვა დროს ვიდეო თამაშები შექმნა Bleacher Report-ისა და Epic Games-ვის. ბრენსონი არის ის დიზაინერი, რომელმაც Fortnite-ზე იმუშავა. დიზაინერის თქმით, Not Like Us: The Game დიდი სიყვარულით ეძღვნება ვიდეო თამაშებს და ჰიპ-ჰოპს.

თამაშის შინაარსი, როგორც ჩანს, ტრეკის კლიპით არის შთაგონებული. ვიდეო თამაშმა ბევრი ადამიანი დააინტერესა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სოციალურ ქსელ X-ზე არაერთი დადებითი შეფასება გვხვდება.

რაც შეეხება ტრეკს Not Like Us, ნამუშევარი Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტებში კვლავ დაბრუნდა.

Not Like Us: The Game-ის თამაშის დასაწყებად, ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში.

ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში

შემდეგი სტატია

eZo Festival-ის ფერადი დღეები გრძელდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი