Mastercard-ის მუსიკალური საღამო Iveria Beach-ზე: მსმენელის წინაშე Aquarius Heaven და ქართველი არტისტი So Laut წარდგებიან

Iveria Beach-ზე ზაფხულის მუსიკალური საღამოები გრძელდება.
Iveria Beach / Mastercard

17 აგვისტოს Mastercard ბათუმში, Iveria Beach-ზე, კიდევ ერთ მუსიკალურ საღამოზე გიწვევთ. მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკალური  პროექტი – Aquarius Heaven წარდგება. 

Aquarius Heaven ბრაიან ბრიუსტერის დაფუძნებული პროექტია. არტისტმა მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო ისეთ ჟანრებთან გადაკვეთით, როგორებიც არის რეგეი, დისკო, ჰიპ-ჰოპი. 2010 წელს კი მუსიკალური ექსპერიმენტების და სტუდიაში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ Aquarius Heaven წარადგინა. პროექტში არტისტმა თავისი მშობლიური კარიბის კუნძულების მუსიკალური ფესვები ახალი ჟღერადობით გააცოცხლა. მან ელექტრონული მუსიკის სცენაზე სახელიც გაითქვა და ალბომებიც გამოსცა. არტისტმა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არაერთ მუსიკოსთანაც ითანამშრომლა და  მრავალრიცხოვანი აუდიტორიისათვის მრავალ ქვეყანაში დაუკრა. 

Iveria Beach-ის მუსიკალურ საღამოს ტრადიციულად ქართველი არტისტი გახსნის. მსმენელის წინაშე გუგა თურქაძე, იგივე So Laut წარდგება. არტისტის მუსიკალური კარიერა 2016 წლიდან დაიწყო. მისი სელექცია მრავალფეროვანია და ძირითადად მოიცავს ჰაუსს, ე.წ. ოლდსქულ ტექჰაუსს, დიფჰაუსს, მინიმალს. 

მუსიკალურ საღამოზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა: +21. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა ვენაში დაგეგმილი კონცერტები მას შემდეგ გააუქმა, რაც პოლიციამ ტერორისტული სცენარი გაშიფრა

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი დებატები 2024 წლის VMA-ის ღამეს ემთხვევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი