ტეილორ სვიფტმა ვენაში დაგეგმილი კონცერტები მას შემდეგ გააუქმა, რაც პოლიციამ ტერორისტული სცენარი გაშიფრა

დაკავებულები არიან სავარაუდო თავდასხმაში ეჭვმიტანილები.
ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის ვენაში დაგეგმილი კონცერტები მას შემდეგ გაუქმდა, რაც პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, შოუებზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.

ახალი ამბავი Barracuda Music-მა გაავრცელა, რომელიც სვიფტის ავსტრიული კონცერტების პრომოუტერია. „მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე სამთავრობო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ სამივე კონცერტი გაგვეუქმებინა. ყველა ბილეთი ავტომატურად დაბრუნდება 10 სამუშაო დღის ვადაში.”

ეს განცხადება მოჰყვა პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოთხშაბათს დილით ავსტრიის 19 წლის მოქალაქე დააკავეს ტერორისტული აქტის დაგეგმვისთვის ვენაში, რომლის სამიზნე, სავარაუდოდ, სვიფტის კონცერტი უნდა ყოფილიყო. ABC News-ის ცნობით, იმავე დღეს დააკავეს მეორე ეჭვმიტანილიც.

მედიასაშუალების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილები თავდასხმას ინტერნეტით ამზადებდნენ, 19 წლის ავსტრიელი კი ივლისში ისლამური სახელმწიფოს ლიდერის მოკავშირე გახდა. შოუების გაუქმებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კონცერტებზე გაიზრდებოდა უსაფრთხოების ზომები.

ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში ევროპული მარშრუტის ბოლოსწინა შოუები უნდა ყოფილიყო, რომელსაც ლონდონის უემბლის სტადიონის ხუთი კონცერტი უნდა მოჰყოლოდა. ოქტომბერში კი სვიფტი უკვე ჩრდილოეთ ამერიკაში ბრუნდება ბოლო საკონცერტო წრეზე აშშ-სა და კანადაში, რითიც გრანდიოზული Eras Tour საბოლოოდ სრულდება.

ნახეთ Barracuda Music-ის განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტიმოთი შალამე ფილმში A COMPLETE UNKNOWN

ტიმოთი შალამეს მონაწილეობით ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown შობას გამოვა

შემდეგი სტატია

Mastercard-ის მუსიკალური საღამო Iveria Beach-ზე: მსმენელის წინაშე Aquarius Heaven და ქართველი არტისტი So Laut წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი