კამალა ჰარისის თქმით, 1970-იანი წლების ეს სიმღერა ყველამ უნდა იცოდეს

„ჩემს მშობლებს მუსიკა ძალიან უყვარდათ. მუსიკა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო.“
კამალა ჰარისი - 2024 წლის 1 მაისი, ფლორიდა ფოტო: ჯო რედლი
კამალა ჰარისი – 2024 წლის 1 მაისი, ფლორიდა
ფოტო: ჯო რედლი

კამალა ჰარისი მუსიკის დიდი მოყვარულია. აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მუსიკალურ შოუ Track Star-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიმღერები რამდენიმე ნოტით უნდა გამოეცნო. კამალა ჰარისმა ადვილად ამოიცნო სტივი უანდერის სიმღერა, რომელსაც მან ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი უწოდა. „იგი ჩვენი დროის უდიდესი მუსიკოსია. ის არის ლირიკოსი და პოეტი. მისი ღვაწლი კი სოციალური სამართლიანობის საკითხებზე დიდია,“ – ამბობს ჰარისი.

კამალა ჰარისის თქმით, მას მელომანი მშობელი ჰყავდა და მუსიკა მისი ბავშვობის დიდი ნაწილი იყო. თუმცა ისიც აღიარა, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გადატვირთული გრაფიკის გამო, ბოლო დროს მუსიკას ხშირად ვეღარ უსმენს.

შოუს დასასრულს ჰარისმა აღნიშნა, რომ სიმღერა, რომელიც, მისი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს, არის როი აიერსის 1976 წლის ჰიტი Everybody Loves the Sunshine. „ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა,” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

@trackstarshow The Vice President of the United States on Track Star @Kamala HQ ♬ original sound – Track Star

ცოტა ხნის წინ კამალა ჰარისმა, დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმ უოლზთან ერთად, მუსიკაზე ვრცლად ისაუბრა. კანდიდატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა მუსიკამ მათ ცხოვრებაში. ტიმ უოლზის თქმით, მისთვის მუსიკა ბრიუს სპრინგსტინის 1980-იანი წლის ალბომ The River-ით დაიწყო, რომელიც მისთვის „ტრანსფორმაციული მუსიკა” აღმოჩნდა. ტიმ უოლზმა ასევე ახსენა ბობ სეგერის სიმღერა Night Moves, რომელსაც ცხოვრების საუნდტრეკი უწოდა. 

კამალა ჰარისის თქმით კი, მისი მშობლები ხშირად უსმენდნენ ისეთ მუსიკოსებს როგორებიც არიან არეტა ფრანკლინი, სტივი უანდერი, მაილს დევისი და ჯონ კოლტრეინი. მისი ფავორიტი არტისტი კი  ყოველთვის იყო Prince. „მე და ჩემს მეუღლეს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გვაქვს. მე უფრო ჰიპ-ჰოპის მოყვარული ვარ, ის კი Depeche Mode-ს უსმენს. თუმცა ორივეს გვიყვარს Prince. ის საოცარი გიტარისტი იყო და მისი თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი,“ – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკმა თავის დროებით ინსტაგრამ გვერდზე სამი ახალი სიმღერა გააზიარა

შემდეგი სტატია

Beatles-ის ისტორიკოსმა ჯგუფის 1965 წლის კონცერტის უნიკალური ჩანაწერი იპოვა და მის გაყიდვას აპირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი