ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე

გიორგი გიგაშვილი 2024 წლის ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტი არტისტია. ფესტივალი 5 სექტემბერს გერმანიის ისტორიულ ქალაქ ბონში გაიხსნა. მუსიკოსი რეზიდენტი არტისტის სტატუსით მსმენელის წინაშე არაერთ საღამოზე წარდგება. ბეთჰოვენის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება. ახლახან სოციალურ ქსელში სწორედ ამ კონცერტის რეპეტიციის კადრები გავრცელდა. მუსიკოსები ასრულებენ სიმღერას „მხოლოდ შენ ერთს”. ვიდეოს ბეთჰოვენის ფესტივალი ინსტაგრამზე აქვეყნებს. 

ნინი ნუცუბიძე არ არის ერთადერთი ქართველი არტისტი, რომელთან ერთადაც გიორგი გიგაშვილი მსმენელის წინაშე წარდგება.  ფესტივალის რეზიდენტი არტისტის სტატუსით გიორგი გიგაშვილი წარადგენს კონცერტს, რომელზეც მისი და Nikala-ს (ნიკალა ზუბიაშვილის) ერთობლივი მუსიკალური პროექტი „სერიოზული მუსიკა” გაჟღერდება. „სერიოზული მუსიკა” აკადემიური და ელექტრონული მუსიკის სინთეზია, სადაც კლასიკა თანამედროვეობას ხვდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

will kolak-ის ახალი სიმღერა - MZES

will kolak-ის ახალი სიმღერა – MZES

შემდეგი სტატია

ირაკლი ჩარკვიანის ალბომი „ამო” ორმაგ ფირფიტაზე გამოიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი