will kolak-ის ახალი სიმღერა – MZES

ბენდი უახლოეს მომავალში ახალი ალბომის გამოცემასაც გეგმავს
will kolak-ის ახალი სიმღერა - MZES
will kolak-ის ახალი სიმღერა – MZES

რამდენიმე დღის წინ როკ-ბენდმა will kolak ახალი სიმღერა, სახელწოდებით  MZES გამოაქვეყნა. სინგლი მათ მომავალ ალბომ  GET DOWN-ში შევა, რომლის გამოსვლაც უახლოეს მომავალში იგეგმება. სიმღერას ბენდის სხვა ტრეკებისგან განსხვავებით მინორული ჟღერადობა და სევდიანი ხასიათი აქვს. აღსანიშნავია, რომ ბენდის არაერთი ვიდეოკლიპის მსგავსად, ამ ვიდეოვიზუალზეც ლიკა ბაინდურაშვილმა იმუშავა.  

თორნიკე ცორიკიშვილი, will kolak-ის ვოკალიტი:

„ბოლო პერიოდში უამრავი ტრაგიკული ამბავი დატრიალდა ჩვენ გარშემო, ეს ყველაფერი კი უკვალოდ არ გადის. მოქმედებს როგორც განწყობაზე, ასევე songwriting-ზეც. ცოტა ხნით დავაპაუზეთ კომფორტის ზონა, და მინორი წამოვწიეთ წინ. ბალადები არ გვიყვარს და ცხადია, არც ამ ტრეკს ვეძახით ბალადას, უფრო განწყობის ამბავია. ვიდეოს იდეა ტრეკის ხასიათმა განაპირობა, მასზე იმუშავა ჩვენმა მეგობარმა ლიკა ბაინდურაშვილმა, რომელიც ჩვენი არაერთი ვიდეოს ავტორია (nicotine, you are okay, KHMAS etc.) მან ზუსტად იცის, თუ რა და როგორ მოუხდინოს ჩვენს ჟღერადობას. დიდი მადლობა ლიკას ამ მეგობრობისთვის.

ახლა ალბომის დასრულების პროცესში ვართ, რომელსაც დასაწყისისთვის სინგლებად შევთავაზებთ მსმენელს და მეგობრებს. ალბომს ერქმევა GET DOWN და ხასიათითა და ჟღერადობით განსხვავებული იქნება პირველ ალბომთან შედარებით.”

მოისმინეთ will kolak-ის სიმღერა MZES

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიბი კვაჭაძე ჯგუფ GD EMPIRE-ის ცნობილი სიმღერის, Tsangala da Gogona-ს რიმეიქს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი