საუკეთესო მომენტები 2024 წლის ბიბლორდ კანადის ღონისძიებიდან  „ქალები მუსიკაში“

აღსანიშნავია, რომ ბილბორდ კანადის ღონისძიება „ქალები მუსიკაში“ წელს პირველად გაიმართა
ალანის მორისეტი ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ 2024 წლის 7 სექტემბერი, ტორონტო. Robert Okine/Getty Images
ალანის მორისეტი ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ 2024 წლის 7 სექტემბერი, ტორონტო.
Robert Okine/Getty Images

ბილბორდ კანადის ღონისძიებას „ქალები მუსიკაში“ უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ახალბედა არტისტებიც და კანადელი მუსიკის ლეგენდებიც. ღონისძიება მუსიკაში ქალთა მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას, პატივს მიაგებს მათ ამ ინდუსტრიაში წვლილის შეტანისთვის და კანადურ მუსიკაში ქალებისთვის ძლიერი საზოგადოების შექმნას უწყობს ხელს. „ქალები მუსიკაში“  ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი გახლდათ კანადელი მუსიკოსი ალანის მორისეტი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჯორჯ სტრუმბულოპულოსი, ფეფე დობსონი, კეშია ჩანტე და მეგ სიმსიკი.

შთამბეჭდავი და ამაღელვებელი გამოსვლებით მდიდარი ღონისძიების წამყვანი Polaris Music Prize-ის გამარჯვებული რეპერი ქალი Haviah Mighty იყო. ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“  აღსანიშნავია ალანის მორისეტის გამოსვლა, რომელმაც ბილბორდ კანადის Icon ჯილდო მიიღო.

ნახეთ საუკეთესო მომენტები ბილბორდ კანადის ღონისძიებიდან “ქალები მუსიკაში:”

ალანის მორისეტი საუბრობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ბილბორდ კანადის სიმბოლოს წოდების მიღებას

ბილბორდ კანადის ღონისძიება „ქალები მუსიკაში” ალბათ წარმოუდგენელია ალანის მორისეტის გარეშე, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი არტისტია. ალანის მორისეტმა ხაზი გაუსვა ყველა სქესის მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა რომ „მატრიარქატი ზრუნავს ყველაზე.“

ალანის მორისეტი ცნობილმა წამყვანმა ჯორჯ სტრუმბულოპულოსმა და შარლოტა კარდინმა წარადგინეს. მათ მუსიკაში ალანის მორისეტის უზარმაზარ გავლენაზე ისაუბრეს. როდესაც გამარჯვებული მორისეტი სცენაზე ავიდა, თქვა, რომ მისთვის ამ ჯილდოს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი მიღება სხვებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას ნიშნავს. 

შარლოტა კარდინი ისტორიას წერს – იგი პირველი კანადელი ქალია, რომელმაც ბილბორდის წლის ქალის წოდება მიიღო. 

2024 წელი შარლოტა კარდინისთვის სავსე იყო მიღწევებითა და წარმატებებით. ის ამერიკის მუსიკალურ ჩარტებშიც მოხვდა და ბილბორდ კანადის დაჯილდოებაზე წლის პირველი ქალის ჯილდოს მფლობელი გახდა. ჯილდო მუსიკოსს ბილბორდ კანადის რედაქტორმა  რიჩარდ ტრაპუნკიმ  გადასცა, რა დროსაც შარლოტამ სიტყვა წარმოთქვა:  “ეს წარმოუდგენლად დიდი პატივია ჩემთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის. ეს არის იმ გუნდის ძალისხმევა, რომელიც ჩემს გარშემო ბევრი ნიჭიერი ადამიანისგან შედგება, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ ქალია.”

შარლოტამ მადლობა გადაუხადა მენეჯერ ლორი ჩუანარს, რომელმაც ასევე წლის მენეჯერის წოდება მიიღო. გამოსვლის დასასრულს სწორედ შარლოტა კარდინმა წარადგინა ალანის მორისეტი წლის სიმბოლოს ჯილდოზე, ბოლოს კი 2023 წლის ალბომ 99 Nights-იდან სიმღერა Next To You შეასრულა.

ჯული ბლეკმა ბილბორდ კანადას ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ ბობ მარლის ცნობილი სიმღერა Redemption Song შეასრულა. 

კანადელ მუსიკოსს ჯული ბლეკს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კანადის R&B-ის დედოფალს.

გამოსვლის შემდეგ ჯული ბლეკმა ბილბორდ კანადის ჯილდო  მიიღო, რომელიც კანადასა და მის ფარგლებს გარეთ მუსიკალურ ინდუსტრიაში მის წვლილსა და გავლენას ეხება. ჯული ბლეკმა მადლობა გადაუხადა ქალებს, რომლებმაც მის ცხოვრებაში სხვადასხვა საფეხურზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის განვითარებასა და წარმატებაში. მისი თქმით, ყოველი წარმატების მიღმა დღესაც უამრავი ადამიანი დგას, რომელიც მუსიკოსს მხარს უჭერს და მოტივაციას აძლევს.

ჯესი რეიეზმა ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ Trailblazer (გზის გამკვალავი) ჯილდო მიიღო

ეს პრიზი ხაზს უსვამს საკუთარი პლატფორმის სოციალური მიზნების პოპულარიზაციისთვის გამოყენებას. კარიერის განმავლობაში ჯესი რეიეზი სისტემატურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში. 

ჯილდოს მიღების დროს არტისტმა სცენიდან დედას, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა,  დაბადების დღე მიულოცა. მისი თქმით, დედა ყოველთვის მოუწოდებდა, მიუხედავად ნებისმიერი კრიტიკისა,  სიმართლით ეცხოვრა და საკუთარ მიზნებს ბოლომდე მიჰყოლოდა.

დებმა ჰავაი და ომეგა მაითებმა ალანის მორისეტის გამოსვლის შემდეგ საღამო ენერგიული მუსიკით დახურეს

დებმა ჰავაი და ომეგა მაითებმა ბილბორდ კანადის ღონისძიება „ქალები მუსიკაში“ ენერგიული მუსიკით დახურეს. დუეტმა აუდიტორიას დინამიური სეტი შესთავაზა, გამოსვლა კი ჰავაის ახალი სინგლით, Double The Fun დასრულდა.

სოფი გრეგუარ ტრუდის გამოსვლა

მწერალი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ადვოკატი და პოლიტიკური მოღვაწე სოფი გრეგუარ ტრუდო ღონისძიების დასაწყისში სიტყვით გამოვიდა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მიწვეულ სტუმრებს და  მუსიკალურ ინდუსტრიაში მათი როლი და დამსახურება აღნიშნა:

LU KALA-ს ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ ამომავალი ვარსკვლავი უწოდეს

პოპ მომღერალი LU KALA ძლიერი ხმის ტემბრით, ქარიზმითა და დინამიური მუსიკით გამოირჩევა.  ღონისძიებაზე მას ამომავალი ვარსკვლავი უწოდეს.  ლუ სცენაზე კლავიშის, გიტარისა და  მოცეკვავეების თანხლებით წარდგა, სადაც სინგლი Criminal და სიმღერა Hotter Now შეასრულა.

ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ ასევე წარდგნენ:

ამომავალი ქანთრის ვარსკვლავი ალბერტადან ჰეილი ბენედიქტი. მუსიკოსი სცენაზე მხოლოდ აკუსტიკური გიტარის თანხლებით ავიდა და შეასრულა სიმღერა Things My Mama Says, რომელიც თავის დედას მიუძღვნა. ჰეილი ბენედიქტმა ცოტა ხნის წინ SiriusXM 2023 Top of the Country-ს კონკურსში გაიმარჯვა. არტისტმა ასევე დააანონსა ახალი ჩანაწერი Nashville’s Big Loud-თან.

არტისტი ტია ვუდი საღამოს განმავლობაში ორჯერ ავიდა სცენაზე, მან გახსნა ღონისძიება და მოგვიანებით შეასრულა სიმღერა Dirt Roads. 

კანადელმა არტისტმა Anjulie-მ პირველად საზოგადოების ყურადღება 2009 წელს მიიპყრო. იგი ცნობილია ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან ნიკი მინაჟი და Zedd.

ბილბორდ კანადის ღონისძიება „ქალები მუსიკაში“ ფოკუსირებული იყო ქალ მუსიკოსთა მიღწევებზე და აღიარებაზე, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ქალთა წვლილი სხვადასხვა სფეროში და წარმოაჩინა ქალთა მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითები: 

სონალი სინგჰმა წლის გლობალური მენეჯერის ჯილდო მიიღო. იგი არის წარმატებული ქალი მენეჯერი ინდოეთიდან, რომელიც დილჯიტ დოსანჯთან მუშაობს. 

FACTOR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეგ სიმსიკმა და Arts & Crafts-ის გამომცემლობისა და ლიცენზირების დირექტორმა ემი ელაიმ  სიმღერების ავტორებისთვის ჰონორარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Lola Plaku-მ, ურბანული მარკეტინგისა და სტრატეგიის დამფუძნებელმა კომპანიებში SVP Interscope,  Geffen, A&M, Girl Connected-ში, ხაზი გაუსვა ინდუსტრიაში მენტორობის აუცილებლობას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ გილმორი ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

შემდეგი სტატია

2024 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას ემინემი გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.
მეტი

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
მეტი