„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

„კარგი ტეილორ … შენ გაიმარჯვე … მე გაჩუქებ შვილს და დავიცავ შენს კატებს მთელი ჩემი ცხოვრება,” – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ტეილორ სვიფტი The Eras – ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Managemen

10 სექტემბერს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის დებატები გაიმართა. დებატებს ვრცელი პოსტით ტეილორ სვიფტი გამოეხმაურა. ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში 300-სიტყვიანი მიმართვა გააზიარა. 

ამ პოსტით სვიფტმა დემოკრატების კანდიდატს, კამალა ჰარისს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. ვარსკვლავმა საზოგადოებას მოუწოდა, არჩევნებამდე კვლევა ჩაატარონ, რათა თითოეული კანდიდატის პოლიტიკური გეგმების შესახებ მეტი შეიტყონ. 

„2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ამალა ჰარისს და ტიმ უოლცს მივცემ,” – წერს სვიფტი სოციალურ ქსელში. „კამალას ხმას ვაძლევ, რადგან ის ადამიანის უფლებებისათვის იბრძვის,” – განმარტავს არტისტი. ტეილორ სვიფტმა კამალა ჰარისი წარმატებულ ლიდერად მოიხსენია და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების კეთილდღეობისათვის საჭიროა სიმშვიდე და არა ქაოსი.

სვიფტმა თავის პოსტში საგანგებოდ აღნიშნა კამალა ჰარისის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი, ტიმ უოლცი, რომელიც წლების განმავლობაში LGBTQ თემის და ქალების უფლებების, მათ შორის რეპროდუქციული უფლებებისათვის იბრძვის. 

სვიფტი თავის პოსტში დონალდ ტრამპის ვებ გვერდზე მისი სახელით განთავსებულ ცრუ მხარდამჭერ განცხადებასაც შეეხო და მას დეზინფორმაცია უწოდა. „ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩემი სახელით გაკეთებული მხარდამჭერი ყალბი განცხადება ტრამპის ვებ გვერდზე განთავსდა. ამან ხელოვნური ინტელექტისადმი შიში ნამდვილად გამიჩინა. მოვედი დასკვნამდე, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი გეგმები გამჭვირვალე უნდა იყოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი გზა სიმართლეა,” – განმარტა ტეილორ სვიფტმა. 

პოსტს სვიფტმა თავის კატასთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო. სვიფტმა ღია წერილის ბოლოს საკუთარ თავს „კატების პატრონი უშვილო ქალი” უწოდა. ამ ტერმინით დონალდ ტრამპის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა მოიხსენია. 

ტეილორ სვიფტის განცხადებას მოჰყვა როგორც ტრამპის, ასევე მისი ერთგული მხარდამჭერის, ილონ მასკის გამოხმაურება. „კარგი ტეილორ … შენ გაიმარჯვე … მე გაჩუქებ შვილს და დავიცავ შენს კატებს მთელი ჩემი ცხოვრება,” – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე. 

ეს განცხადება საკმაოდ საკამათოა იმის გათვალისწინებით, რომ სვიფტი მასკზე 20 წლით უმცროსია და ამავდროულად NFL-ის სპორტსმენ, ტრევის კელსის ხვდება. მასკი, რომელსაც უკვე მრავალი წელია, მარსზე ადამიანების დასახლების ამბიცია აქვს, 12 აღიარებული შვილის მამაა. სამი შვილი მასკს ყოფილი მეგობარი ქალის, მუსიკოს Grimes-ისგან ჰყავს. ამჟამად ბიზნესმენს მუსიკოსთან მეურვეობის თაობაზე  სასამართლოში დავა აქვს. 

მასკი სოცილურ ქსელში ასევე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჰაიტელი მიგრანტები ოჰაიოში ადგილობრივი მაცხოვრებლების „კატებს და ძაღლებს ჭამდნენ”. ილონ მასკმა ამ განცხადების შემდეგ სერიალ „სიმპსონებიდან” ერთ-ერთი სცენის ამსახველი სურათი გამოაქვეყნა. 

პოლიტიკური ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ საარჩევნო კამპანია დაძაბულია. მნიშვნელოვნად შეფასდა სვიფტის მხარდაჭერაც, რომელსაც სოციალური არხების მეშვეობით მილიონობით ფანის მობილიზება  შეუძლია. სვიფტის ნაბიჯს მიესალმა ტიმ უოლცი და მის პოსტს „მჭევრმეტყველი„ უწოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპი 2024 წლის 10 სექტემბერი r> MATTHEW HATCHER/AFP via Getty Images

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა – „მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი