„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
საბრინა კარპენტერი. ფოტო: Christopher Polk

ბრიტნი სპირსი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე საბრინა კარპენტერის გამოსვლას გამოეხმაურა. კარპენტერმა მუსიკალური ნომრის დროს უცხოპლანეტელის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს აკოცა. შოუს ამ დეტალზე სიპრსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. 

„უყურეთ მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას? მე არ მინახავს, მაგრამ Youtube-ზე საბრინა კარპენტერის კადრები ვნახე. რატომ კოცნის უცხოპლანეტელს სცენაზე? მას ვაღმერთებ, ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ნაწილი ვერ გავიგე. რატომ არ აკოცა გოგოს? ეს უცნაური იყო. მთელი ეს ამბავი უცნაური იყო,” – მიმართა ბრიტნიმ თავის 42 მილიონ გამომწერს. 

პოპ-ვარსკვლავმა გაამხილა, რომ დაჯილდოების ღამეს ის „ხანგრძლივი აბაზანის” მიღებით იყო დაკავებული. ასევე ახსენა, რომ გაფერადების თერაპიით არის დაინტერესებული. შემდეგ ბრიტნი კვლავ საბრინა კარპენტერის განხილვას დაუბრუნდა. 

„საბრინამ წითელ ხალიჩაზე ჩემი სახელი ახსენა და ვფიქრობ, ეს მაგარია. ხანდახან მავიწყდება, რომ ცნობილი ვარ. რადგან მე დედა ვარ, გარკვეულწილად ხანშიშესული ვარ,” – აღნიშნა ბრიტნიმ.

ბრიტნი სპირსს VMA-ს სცენასთან ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი აკავშირებს. აღსანიშნავია 2003 წლის შოუს დროს მისი და მადონას ცნობილი კოცნა. ამ წელს მადონას შოუს დროს სცენაზე ბრიტნისთან ერთად კრისტინა აგილერაც გამოჩნდა. ამ დროს მადონა ცერემონიაზე ასრულდება თავის ცნობილ სიმღერას Like a Virgin. 

ბრიტნი VMA-ზე არაერთხელ გაიხსენეს.  ცერემონიის წამყვანმა, რეპერმა Megan Thee Stallion-მა, ბრიტნის 2001 წლის კოსტიუმი მოირგო, რომელიც სპირსს სიმღერის  I’m a Slave 4 U შესრულებისას ეცვა. ბრიტნი სპირსი თავად კარპენტერმაც გახსენა. მუსიკალური ნომრისას მის ჰიტებს შორის გაჟღერდა ფრაგმენტი სპირსის ცნობილი ჰიტიდან – Oops!…I Did It Again. 

ნახეთ ბრიტნი სპირსის ვიდეო, რომლითაც ის 2024 წლის VMA-ს გამოეხმაურა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

შემდეგი სტატია

2025 წელს ფილმ Wicked-ის მეორე ნაწილი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი