The Jackson 5 გრემი არასდროს მიუღია, თუმცა ბენდი სამჯერ იყო ნომინირებული

ეს სამი ჩანაწერი მოგვიანებით გრემის დიდების დარბაზში შევიდა
Jackson 5 International/Getty Images
Jackson 5 International/Getty Images

კვირას, 15 სექტემბერს, ლეგენდარული ბენდის, Jackson 5-ის გიტარისტი ტიტო ჯექსონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასაკვირია, თუმცა ჯგუფ Jackson 5-ს გრემი არასდროს მიუღია. მაიკლ ჯექსონს კარიერის განმავლობაში სოლო ნამუშევრებისთვის 13 გრემი ჰქონდა მიღებული.

The Jackson 5-ის კლასიკად აღიარებული სიმღერებია I Want You Back, ABC, და I’ll Be There, რომლებც მოგვიანებით გრემის დიდების დარბაზში შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ Jackson 5-ს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული ხმის ჩამწერი აკადემიის სპეციალური Lifetime Achievement ჯილდო, რომელიც მაიკლ ჯექსონმა 2010 წელს, გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

The Jackson 5 როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1997 წელს შევიდა, მოგვიანებით, 2001 წელს კი სოლო შემსრულებლის სტატუსით, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მაიკლ ჯექსონი შეიყვანეს.

ნახეთ Jackson 5-ის გრემზე ნომინირებული სამი ჩანაწერი:

ABC (1970)  

ნომინირებული იყო დუეტის, ბენდის ან გუნდის საუკეთესო თანამედროვე ვოკალური შესრულებისთვის 

გრემი Carpenters -ის სიმღერამ Close to You მიიღო

აღსანიშნავია რომ ორივე საოჯახო ბენდი იმ პერიოდში პოპულარობის ზენიტში იყო. სიმღერა Close to You ბილბორდ 100-ის სათავეში ოთხი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 1970 წლის ზაფხულში კი Jakson 5-ის სიმღერა ABC ლიდერობდა, რომელმაც ჩარტების სათავეში ორი კვირა დაჰყო.  სიმღერები ABC და Close to You ორივე გრემის დიდების დარბაზშია შეყვანილი. 

ცნობილი ფაქტია რომ მაიკლ ჯექსონი ბენდ Carpenters-ის დიდი ფანი იყო.

Dancing Machine (1974)

ნომინირებული იყო დუეტის, ბენდის ან გუნდის მიერ საუკეთესო R&B ვოკალური შესრულებისთვის 

გრემი გადაეცა  Rufus-ის სიმღერას Tell Me Something Good

J5-ის  კარიერაში სიმღერა Dancing Machine მნიშვნელოვანი ჩანაწერია.  სიმღერა სამი წლის განმავლობაში არა მხოლოდ მათი ყველაზე პოპულარული ჰიტი იყო, არამედ საუკეთესო მაგალითი  ბენდის მუსიკალურად გაზრდისა. Hot 100-ში სიმღერამ  Ray Stevens-ის ს ჰიტის The Streak-ის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.  

ალბომი Triumph (1980)

ნომინირებული იყო დუეტის, ბენდის ან გუნდის მიერ საუკეთესო R&B ვოკალური შესრულებისთვის 

გრემი ამ წელს Manhattans-ის სიმღერა Shining Star-მა მიიღო

ალბომმა Triumph-მა ბილბორდ 200-ში მეათე ადგილი დაიკავა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში Manhattans-ის სიმღერა Shining Star მეხუთე ადგილზე იყო. ძველი სკოლის R&B ვოკალური ჯგუფის Manhattans-ის სიმღერა Kiss and Say Goodbye კი ბილბორდ 200-ში 1976 წელს პირველ ადგილს იკავებდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Diddy 2023 წლის Invest ფესტივალზე. Paras Griffin/Getty Images

Diddy ნიუ-იორკში დააკავეს

შემდეგი სტატია

Eko & Vinda Folio-მ ორი ახალი სინგლი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი