Diddy ნიუ-იორკში დააკავეს

რეპერის ადვოკატის თქმით, კომბსს არაფერი აქვს დასამალი და მოუთმენლად ელის სასამართლოს ძალით საკუთარი რეპუტაციის აღდგენას.
Diddy 2023 წლის Invest ფესტივალზე. Paras Griffin/Getty Images
Diddy 2023 წლის Invest ფესტივალზე.
Paras Griffin/Getty Images

16 სექტემბერს Diddy ნიუ-იორკში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალი წაუყენა. Billboard-ის ცნობით, ბრალდების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

რეპერის ადვოკატის, მარკ აგნიფაილოს მიერ Billboard-ისათვის გაგზავნილ წერილში წერია: „ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენი აზრით,  კომბსის უსამართლო დევნაა აშშ-ის პროკურატურის მიერ. Diddy მუსიკალური სფეროს ცნობილი ფიგურა და ანტრეპრენერია. ოჯახის მოსიყვარულე ადამიანი და ქველმოქმედი, რომელმაც ბოლო 30 წელი იმპერიის აშენებაში გაატარა. ის აღმერთებს შვილებს და მუშაობს შავკანიანთა საზოგადოების კეთილდღეობაზე. ის არ არის სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, თავისი ნებით წავიდა ნიუ-იორკში.” რეპერის ადვოკატმა საზოგადოებას ასევე მოუწოდა, ნუ იჩქარებენ მისი კლიენტის განსჯას, სანამ ფაქტები არ ექნებათ. მან ასევე აღნიშნა, რომ კომბსს არაფერი აქვს დასამალი და მოუთმენლად ელის, სასამართლოს ძალით საკუთარი რეპუტაციის აღდგენას. 

New York Times-ის ინფორმაციით საბრალდებო დასკვნა დალუქულია და შესაბამისად ის საჯაროდ არ გამოცხადებულა. თუმცა, ადვოკატმა გამოცემას უთხრა, რომ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. პარალელურად TMZ იუწყება, რომ კომბსი მანჰეტენზე მდებარე ფედერალურ განყოფილებაში გადაიყვანეს. 

რეპერის წინააღმდეგ სულ მცირე რვა სამოქალაქო სარჩელია სასამართლოში შეტანილი. სარჩელები სექსუალურ ძალადობას ეხება. რეპერს უჩივის ყოფილი მეგობარი ქალი, კეისი ვენტურაც. რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, ფიზიკურად როგორ ძალადობს კომბსი ვენტურაზე. ამ სარჩელების პარალელურად, Diddy-ის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ფედერალური ბიუროც. 

ბოლო სარჩელი მის წინააღმდეგ ამერიკული ჯგუფის, Danity Kane-ის წევრმა, დაუნ რიჩარდმა შეიტანა. მისი განცხადებით, Diddy მანიპულაციის მეშვეობით აჯერებდა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ქალი არტისტისათვის წარმატების მოღწევა სექსუალურ ექსპლუატაციაზე გადიოდა. რიჩარდის თქმით, ის არაერთხელ შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ძალადობდა კომბსი კეისი ვენტურაზე. მომღერლის თქმით, კეისის და დანარჩენი ქალების მიერ შეტანილმა სარჩელებმა მას უბიძგა, ხმამაღლა ესაუბრა. 

დაუნ რიჩარდის ბრალდების საპასუხოდ, კომბსის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ერიკა ვულფმა განაცხადა, რომ ამ ბრალდებით მისი კლიენტი „შოკირებული და იმედგაცრუებულია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

შემდეგი სტატია

Jackson 5 International/Getty Images

The Jackson 5 გრემი არასდროს მიუღია, თუმცა ბენდი სამჯერ იყო ნომინირებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი