პოპ-ვარსკვლავები წარმატებული სამსახიობო კარიერით და მათი წარმატების შანსები 2025 წლის კინოდაჯილდოებებზე

ოთხივე ვარსკვლავს გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნომინაცია აქვს მიღებული.
ლედი გაგა. ფოტო: Stefania D’Alessandro/WireImage

ლედი გაგა, სელენა გომესი, არიანა გრანდე და ზენდეია ის ვარსკვლავები არიან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს როგორც მუსიკალურ, ასევე სამსახიობო კარიერაში. 2025 წლის დასაწყისში მათი სახელები კინოს სამყაროს წამყვან დაჯილდოებებზე აქტუალური იქნება. ამის მიზეზი კი ის ხმაურიანი კინონამუშევრებია, რომლებშიც ეს არტისტები წამყვან როლებში ვიხილეთ. 

თვალი გადავავლოთ ლედი გაგას, ზენდეიას, არიანა გრანდესა და სელენა გომესის მნიშვნელოვან როლებს,  სამსახიობო კარიერაში მიღებულ ჯილდოებსა და მოსალოდნელ წარმატებას. 

ლედი გაგა

ფილმი: Joker: Folie à Deux

გაგამ ოსკარი 7 წლის წინ მიიღო ფილმისათვის A Star Is Born. ის ასევე წარდგენილი იყო BAFTA-ზე და ოქროს გლობუსზე ფილმში House of Gucci შესრულებული როლისათვის. 2016 წელს გაგამ ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო სერიალისათვის  American Horror Story: Hotel. არტისტს ასევე მიღებული აქვს SAG Award-ის ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის A Star Is Born და House of Gucci.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ლედი გაგა Joker-ის მეორე ნაწილში შესრულებული როლისათვის გავლენიანი დაჯილდოებების ნომინანტი გახდეს.  Joker: Folie à Deux არის მიუზიკლი, რომელშიც გაგა პარტნიორობას ხოაკინ ფენიქსს უწევს. ტოდ ფილიპსის სარეჟისორო ნამუშევრის პირველმა ნაწილმა 2020 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე არაერთი ნომინაცია მიიღო. მთავარი როლის შემსრულებელმა ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის პერსონაჟის განსახიერებისათვის ოსკარი დაიმსახურა. Joker-ის მეორე ნაწილში გაგა სამსახიობო გუნდს ჰარლი ქუინის როლით შეუერთდა. Joker: Folie à Deux-ს მსოფლიო პრემიერა 2 ოქტომბერს შედგება, 4 ოქტომბერს კი ფილმი შეერთებული შტატების კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩნდება. 

სელენა გომესი

ფილმი: Emilia Pérez 

სელენა გომესი Primetime Emmy-ს ნომინანტი იყო სერიალისათვის Only Murders in the Building. ამავე სერიალისათვის მან ბოლო ორო წლის განმავლობაში ორჯერ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაციაც. ის ასევე რამდენჯერმე წარადგინეს SAG Award-ზე. 

სელენა გომესის ერთ-ერთი ბოლო როლი ფრანგულ მუსიკალურ ტრილერს, Emilia Pérez-ს უკავშირდება. ფილმი ამერიკის კინოაკადემიის  დაჯილდოებაზე საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში საფრანგეთის სახელით არის წარმოდგენილი. ფილმში ასევე მონაწილეობენ ზოი სალდანია, კარლა სოფია გასკონი, ადრიანა პასი და სხვა ვარსკვლავები. Emilia Pérez-ის პრემიერა 18 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარმა ჟიურის პრიზი მიიღო. ჯილდო დაიმსახურა ფილმში მონაწილე  ქალი მსახიობების კოლექტივმა. ისინი ერთობლივად დასახელდნენ გამარჯვებულად საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. Emilia Pérez მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე აგვისტოში გამოჩნდა და მას შემდეგ ფილმმა 4.7 მილიონო დოლარის შემოსავალი მიიღო. 

არიანა გრანდე

ფილმი: Wicked

რამდენიმე წლის წინ არიანა გრანდემ ფილმში Don’t Look Up მონაწილეობისათვის SAG Award-ის ნომინაცია მიიღო. 

ამჯერად გრანდე მთავარ როლს ასრულება ფილმში Wicked. ფილმი ჯონ ემ ჩუს სარეჟისორო ნამუშევარია და ის ბროდვეის ამავე სახელწოდების ცნობილი მიუზიკლის მხატვრული ეკრანიზაციაა. არიანა გრანდე კეთილი ჯადოქრის, გლინდას გმირს განასახიერებს. პირველი ნაწილის პრემიერა 2024 წელს შედგება, მეორე ნაწილს კი მაყურებელი 2025 წელს იხილავს. 

ზენდეია

ფილმი: Challengers

ზენდეია კონო და სატელევიზიო სამყაროში ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია და ამას მისი ჯილდოებიც ადასტურებს. ზენდეია ორჯერ დასახლდა  ემის დაჯილდოების გამარჯვებულად. ორივე შემთხვევაში ჯილდო სერიალ Euphoria-ში შესრულებული როლისათვის მოიპოვა. ორივე გამარჯვებით ზენდეია ემის ისტორიაში შევიდა. პირველი ჯილდოს შემთხვევაში ის 24 წლის იყო და  დაჯილდოების ყველაზე  ახალგაზრდა ქალი გამარჯვებული გახდა. მეორე ჯილდოს შემთხვევაში კი ის გახდა პირველი შავკანიანი ქალი  მსახიობი, რომელმაც ემი ორჯერ მოიგო. ზენდეია ასევე არის ოქროს გლობუსის გამარჯვებული, 2023 წელს კი ასევე Euphoria-ში შესრულებული როლისათვის SAG Award-ზე წარადგინეს. 

ფილმი, რომლისთვისაც შესაძლოა ზენდეიამ თავის სამსახიობო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაცია მიიღოს, არის ოსკაროსანი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს ფილმი Challengers. სპორტულ დრამაში მთავარ როლს ზენდეია ასრულებს. მას პარტნიორობას უწევენ ჯოშ ო’კონორი და მაიკ ფაისტი. Challengers-ის პრემიერა აპრილში შედგა და კინოსურათის გლობალურმა შემოსავალმა 94.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

19 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მიქელანჯელოსა და რაფაელის ნამუშევრები გაცოცხლდება

შემდეგი სტატია

East Duo

ქართული მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო ჩარტებში

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი