Mr. Offender – ქართულმა ბენდმა Process-მა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

ბენდისთვის ეს არის მუსიკით გამოხატული მხარდაჭერა მათდამი, ვინც ჰომოფობიის, ტრანსფობიის ან სხვაგვარი დისკრიმინაციის მსხვერპლია.
Process – Mr.Offender

ქართულმა ბენდმა Process ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Mr. Offender. როგორც ბენდის წევრები აღნიშნავენ, ეს არის პასუხი უთანასწორობაზე, ჩაგვრასა და ძალადობაზე. ბენდისთვის ეს არის მუსიკით გამოხატული მხარდაჭერა მათდამი, ვინც ჰომოფობიის,  ტრანსფობიის ან სხვაგვარი დისკრიმინაციის მსხვერპლია.

ცოტნე იოსებაშვილი, Process-ის ფრონტმენი, სიმღერების ავტორი: 

„გარშემო ჩაგვრის და ზიზღის მოჭარბებამ გამოიწვია ჩვენი რეაქცია, რომელიც ამ სიმღერით გამოვხატეთ. ამ სიმღერის ადრესატები მოძალადეები და მჩაგვრელები არიან.”

Mr. Offender რამდენიმე თვის წინ დაიწერა. ჟანრობრივად ის ბენდის ძველი ტრეკებისგან განსხვავებულია. ის მძიმე ჟღერადობით და შინაარსით ხასიათდება. 

ტრეკის გამოშვებას ჯგუფი დიდი ხანია გეგმავდა. ბენდისათვის ეს მუსიკალურ სცენაზე ერთგვარი დაბრუნებაა. ცოტნე იოსებაშვილის თქმით, ბენდი სრულიად სახეცვლილია. ჯგუფის მსმენელებისათვის ჯერჯერობით უცნობ ახალ სიმღერებში ჟღერადობა მეტად სახასიათო და განსხვავებულია, რაც შინაარსს  უფრო მკვეთრად წარმოაჩენს. 

ცოტნე იოსებაშვილი:

„ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ ვჩანდით, მაგრამ სწორედ ეს იყო დრო, როდესაც ჩვენი, როგორც ბენდის, გარდატეხა მოხდა. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით მუსიკალურად უკეთესობისკენ.” 

გარდა იმისა, რომ Process მსმენელის წინაშე განახლებული ჟღერადობით და მუსიკალური ხასიათით წარდგება, ბენდი უახლოეს მომავალში EP-ის გამოცემასაც გეგმავს. 

ბენდი 2022 წელს რუსთავში ჩამოყალიბდა და ამავე წელს Newcomers-ის გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ Process არაერთი ფესტივალის და მუსიკალური სივრცის სცენაზე წარდგა, მათ შორის იყო ROKVA და Tbilisi Open Air. 2023 წელს კი ბენდმა პირველი ალბომი, CONFUSION გამოუშვა. 

ბენდის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: ცოტნე იოსებაშვილი (ფრონტმენი), ლუკა ჰეილი (გიტარა), ნიკა ლომიძე (ბასი), ლუკა ქიმერიძე (ლიდ გიტარა) და ბადრი გაბესკირია (დრამი). 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

16-წლიანი პაუზის შემდეგ The Cure ახალი სინგლის მცირე მონაკვეთს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Bubblepuff – Mechanical Rainbow ახალ სიმღერას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი