Massive Attack-მა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში მუსიკალური შოუების სერია დააანონსა

სამი დღის განმავლობაში IDLES, Massive Attack და Nile Rodgers & Chic ლივერპულის M&S Bank Arena-ზე გამართავენ კონცერტებს.
Massive Attack. ფოტო: Warren Du Perez

აგვისტოში Massive Attack-მა მშობლიურ ქალაქ ბრისტოლში თავისი ახალი პროექტის,  Act 1.5-ის პირველი შოუ გამართა. კონცერტი Clifton Park-ში ჩატარდა. შოუ მთელი რიგი სპეციალური წესების დაცვით გაიმართა, რომლებიც ცოცხალი კონცერტების გარემოზე ზემოქმედებით გამოწვეულ ზიანს ამცირებს. 

ორგანიზატორებმა და ბენდის წევრებმა მსმენელებს მოუწოდეს, კონცერტზე დასასწრებად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოეყენებინათ. Massive Attack-ის კონცერტზე ადგილობრივებს ბილეთები სპეციალური პირობებით შესთავაზეს და შოუს უზრუნველსაყოფად 100%-ით განახლებადი ენერგია გამოიყენეს. 

ახლახან Massive Attack-მა ლივერპულში სპეციალური კონცერტების სერია დააანონსა. ამას წინ უძღოდა გაერთიანებული ერების განცხადება, რომ ლივერპული ახალი პროგრამის აქსელერატორ ქალაქად გამოცხადდა. პროგრამა გართობის ინდუსტრიასა და კულტურის სექტორში ეკომეგობრული მიდგომების დანერგვით კლიმატურ გარემოზე ზრუნვას გულისხმობს.  შოუები ლივერპულში ნოემბრის განმავლობაში ჩატარდება. 

სამი დღის განმავლობაში IDLES, Massive Attack და Nile Rodgers & Chic ლივერპულის M&S Bank Arena-ზე გამართავენ კონცერტებს. როგორც Massive Attack აღნიშნავს, ამ შოუებზე გამოიყენებენ და დატესტავენ ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გასართობი შოუებისაგან გამოწვეულ ნახშირბადის გამონაბოლქვსა და ჰაერის დაბინძურების დონეს. 

კონცერტები შედარებით ადრე დაიწყება და ადრე დასრულდება, რათა მათზე დასასწრებად მისულმა მსმენელებმა სახლებში დაბრუნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეძლონ. ამ შემთხვევაშიც სცენის ტექნიკური აღჭურვილობა ეკომეგობრული იქნება და შოუ სრულად განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით  ჩატარდება.  

Massive Attack-ის რობერტ დელ ნაჯამ, რომელიც ასევე ცნობილია სახელით 3D, განცხადებაში აღნიშნა: „ბრისტოლში გამართულმა ჩვენმა შოუმ დაამტკიცა, რომ მუსიკალური ღონისძიებები, შესაძლოა, სრულად იყოს პარიზის შეთანხმებასთან ადაპტირებული და ამ ცვლილებას აუდიტორიაც ენთუზიაზმით მიიღებს. ლივერპულის კონცერტი და გაერთიანებული ერების ეს აღიარება  ნიშნავს, რომ შეგვიძლია, მეტად ვკონცენტრირდეთ საპილოტე პროექტებსა და ექსპერიმენტებზე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგამ Joker-ის მეორე ნაწილის თანმხლები ალბომი, სახელწოდებით Harlequin დააანონს

შემდეგი სტატია

Katy Perry Louisa Meng

კეტი პერის თქმით, ადრეულ ასაკში მუსიკალურ კარიერაში მას მადონა დაეხმარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი