კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის, რომელიც ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ის ნარკოტიკებით მოწამლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს 

ლორენ პისკიოტამ უესტს მანამდე ივნისშიც უჩივლა.
კანიე უესტი
Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის და ამტკიცებს, რომ ის ნარკოტიკებით მოწამლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს სტუდიური სესიის დროს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც Diddy იყო.

ლორენ პისკიოტამ კანიეს ივნისში ერთხელ უკვე უჩივლა, როცა რეპერი სექსუალურ შევიწროებაში, კონტრაქტის დარღვევასა და მის არაკანონიერ შეწყვეტაში დაადანაშაულა. უესტის იურიდიულმა წარმომადგენელმა მაშინ ბრალდებები უარყო.

ახალი სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში 8 ოქტომბერს შევიდა. მასში პისკიოტა, რომელიც კანიესთან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ჰყვება, რომ ის კომბსის ერთ-ერთ სტუდიურ სესიაზე დაპატიჟეს. მისი თქმით, სტუმრებს სასმელი მიართვეს და გააფრთხილეს, რომ ყველას უნდა დაელია, ვისაც სტუდიაში დარჩენა სურდა. 

„სასმლის რამდენიმე ყლუპის მოსმის შემდეგ, რომელიც მას კანიე უესტმა მიართვა, მომჩივანმა უცებ ორიენტაცია დაკარგა,” – წერია სარჩელში. პისკიოტა ამტკიცებს, რომ ის მოწამლეს. მისი თქმით, გამოფხიზლებისას „უდიდეს სირცხვილსა და დაბნეულობას” გრძნობდა, მაგრამ თითქმის ვერაფერს იხსენებდა.

მომჩივანი ამბობს, რომ უესტმა ეს შემთხვევა მასთან საუბარში წლების შემდეგ გაიხსენა და უთხრა, რომ იმ ღამეს მასზე სექსუალურად იძალადეს.

პისკიოტა რეპერთან ჯერ აღმასრულებელ ასისტენტად, შემდეგ კი მისი კომპანიების გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. 

აღნიშნულ ინციდენტში შონ კომბსის სახელიც ფიგურირებს, როგორც ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი. თუმცა მოსარჩელეს მის მიმართ ბრალდება არ წაუყენებია. Diddy ამჟამად ბრუკლინის ციხეშია და სასამართლო პროცესს ელის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Quemmekh-ის ახალი ალბომი

შემდეგი სტატია

ლიზა ყენია გრემის ნომინანტთა განსახილველ სიაშია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი